* მეზობლები ერთმანეთის ცხოვრებაში ცხვირს არ ყოფენ
* აღარ არის გაუთავებელი სმა–ჭამის სინდრომი ქვეყანაში
* 20 წელს გადაცილებული ვაჟი/ქალი მშობლებთან აღარ ცხოვრობს
* ქორწინებას მხოლოდ 30 წელს გადაცილების შემდეგ წყვეტენ
* დედამთილი რძალს, რძალი მულს– აღარ ეკინკლავება/ეშუღლება
* ქალიშვილები აღარ არსებობენ და შესაბამისად აღარ ლაპარაკობენ/ქილიკობენ/ხუმრობენ ამ თემაზე ყველგან
* და ა.შ.
ერთნი ამბობენ : ადრე თუ გვიან აქამდე მივალთ, გარდაუვალია ეს პროცესიო, გლობალიზაციაო: ამერიკანი– და ევროპიზაციაო...
მეორენი კი პასუხობენ: არ უნდა დავკარგოთ ჩვენი "მეობა, კაცობა, გაგება და ჩახუტებაო"
რაა მამულიო თუ :
კაცებს:
* გვიან ღამე შინ დაბრუნებულ მეზობლის გოგოზე რამე ცუდი არ თქვი ან არ გაიფიქრე
* უმაქნისად არ იჯექი შუახნობამდე მშობლების კისერზე და მერე მათ კისერზევე არ მოიყვანე ცოლი
* 20–30 წლის ასაკში მშობლების გავლენის და მფარველობის ქვეშ არ იყავი და მათ როგორც უნდათ ისე არ მოიქეცი
* დღეში ერთხელ მაინც არ აგინე ცოლს დედის ნათესაობა
* მწვადით და ხინკლით არ ამოიყორე მუცელი და ზედ წყალწყალა ლუდი არ მიაყოლე ოხრად
* ნასვამი არ დაჯექი საჭესთან
* ცოლის მოყვანიდან 2 წლის თავზე მინიმუმ 1 საყვარელი მაინც არ გაიჩინე
ქალებს:
* გადაღძუებამდე არ შეინახე ქალიშვილობა
* ისეთს არ გაჰყევი ცოლად , როგორიც არასდროს მოგწონდა და მერე მთელი ცხოვრება ტანჯვაში არ გაატარე;
* არ გათხოვდი, შვილები არ გააჩინე და სახლში არ დაჯექი ნევროზებში ჩაფლული და მთელი შენი ცხოვრება ქმარს და შვილებს არ შესწირე მუხლჩახრილი შრომაში
* დღეში ერთხელ მაინც დედამთილს ან მულს არ გაუმწარე ცხოვრება (თუ არ გაგიმართლა და გაუთხოვარი მული ხარ–მაშინ რძალს)
* სხვების დასანახად სახლი არ ალაგე, ჭურჭელი არ რეცხე – რაც არ უნდა დაღლილი იყო, არიქადა მეზობელმა არ შემომისწროს არეულ სახლშიო
* ქმარზე არ თქვი მე ნუ დამანახებს და გამაგონებს თორე ისე სადაც უნდა იქ იაროსო
საქართველო რაღა საქართველო იქნებაო ამ ყველაფრის გარეშეო?
მე კი გეუბნებით აღარც ასეთი საქართველოს ატანა მაქვს და სიმართლე გითხრათ გაევროპელებულ–გაამერიკელებული საქართველოს წარმომიდგენაც ძალიან გამიჭირდა.
თქვენ?
http://www.ubralod.ge
(სხვადასხვა)
დამალვა
ofelia
46 დღის წინ
| ნანახია 86 - ჯერ
Share
პროფილის ნახვა
Related Links
ნანახია 86 - ჯერ
კომენტარები