ავტორიზაცია

2017-09-13 11:31 ნანახია: 759-ჯერ

არაკომპეტენტურობა და თბილისელთათვის ახალი ჯოჯოხეთი

კიდევ ერთი არაპროფესიონალიზმი! კიდევ ერთი მძიმე დაბრკოლების შექმნა თბილისელთათვის! სხვა არაფერთან გვაქვს საქმე, გარდა იმისა, რომ თბილისის მერია დაკომპლექტებულია არაკომპეტენტური ადამიანებით.

ქართული ოცნების მერობის კანდიდატის მთავარი სლოგანია - სიცოცხლით სავსე ქალაქი. აბა დაფიქრდით, სიცოცხლით თუ საცობით სავსე ქალაქს მიიღებთ? მოდით დეტალურად განვიხილოთ ეს საკითხი.

ერთის მხვრივ ავტობუსებისათვის ამოსუნთქვად შეიძლება შეფასდეს აღნიშნული, თუმცა (!) ჩამოგითვლით იმ უარყოფით მოვლენებს, რომლებიც მოჰყვება ამას:

1. ავტობუსების წვალება მიკროავტობუსების გამო - ყოველწამიერი გაჩერება;

2. მიკროავტობუსების მოძრაობის საწინააღმდეგო მხარეს (ე.წ. против) გადასვლა, ერთმანეთის თუ ავტობუსის გადასწრების მიზნით - შედეგი - საავარიო სიტუაციების შექმნა, მგზავრთა უსაფრთხო გადაყვანის პროცენტულობა უფრო და უფრო კლებულობს;

3. სიგნალი - გატარების ნიშნად - კონფლიქტური სიტუაციები მძღოლებს შორის;

4. მსუბუქი ავტომობილების მძღოლთათვის - სრული ჯოჯოხეთი! P.S. - აქვე დავძენ იმ ფაქტს, რომ არაკომპეტენტურობის გამო, ჯერ კიდევ უცნობია კოსტავასა და შარტავას ქუჩის მოძრაობის ბედი - დარჩება ის ცალმხრივად, თუ გადაიქცევა ორმრივად? - მისი ორმხვრივად გადაქცევაც და არ გადაქცევაც თანაბარი პრობლემაა. რატომ? - ერთის მხვრივ მისი ცალმხრივად დატოვება და სტუ-ს მე-6 კორპუსთან (სააკაძის მოედანზე) არასწორი შუქნიშნისა თუ საგზაო მოძრაობის ნიშნის დაყენება (დაუთმე გზა 5 ზოლიან გზაზე, სახეზეა მანქანების დიდი ნაკადი) შექმნის დიდ საცობს; მეორეს მხვრივ მისი ორმხრივად გადაკეთება ახალი თავსატეხია მძღოლებისათვის - 3 ზოლი, აუვალი მანქანების რაოდენობა და საცობი;

5. მსუბუქი ავტომობილების მძღოლთათვის კიდევ ერთი თავსატეხი - ამჯერად უკვე ფინანსური! არაკომპეტენტურობის გამო და იმის გამო, რომ მძღოლებმა არ იციან როგორ იქნება მოძრაობა დოლიძის და იოსებიძის ქუჩის მიმართულებით - შესაბამისად, მძღოლებს შეიძლება ძალიან დიდი მანძილის გავლა მოუწიოთ, რათა მოხვდნენ ან დოლიძეზე, ან ვაჟა-ფშაველას გამზირზე. თუ აქამდე ეს ხორციელდებოდა იოსებიძის ქუჩით ნაკადი გადიოდა ვაჟა-ფშაველას გამზირზე, დღეს ეს უცნობია, როგორ მოხდება. მეორეს მხვრივ, თუ მოძრაობა დარჩება უცვლელი, და შარტავას ქუჩაზე დარჩება ცალმხრივი მოძრაობა - სახეზე გვექნება მეორე ჯოჯოხეთი - გელოვნის გამზირიდან ვაჟა-ფშაველას გამზირზე მოსახვედრად და ვიწრო მოსახვევის გამო დამატებითი საცობის შექმნის პრეცენდენტია.

6. პეკინი / ვაჟა-ფშაველას კვეთა - მარშალ გელოვნის გამზირიდან მომავალ ავტომობილთა ნაკადი, რომელთა უმეტესობა აგრძელებს გზას პეკინის ქუჩით დატვირთავს მოსახვევს, რათა გადავიდეს შესაბამის ზოლში, რომ ა.ყაზბეგის გამზირის გავლით მოხვდეს პეკინის ქუჩაზე - ვიწრო მოსახვევი, არასწორი პარკირება, მანქანების აუვალი რაოდენობა - კიდევ ერთი საცობისა თუ საავარიო ვითარების შექმნის პრეცენდენტია.

ეს არის მხოლოდ ის მცირე ჩამონათვალი, რაც უცებ მოაფიქრდება ნებისმიერ ადამიანს, ვინც ერკვევა საგზაო მოძრაობის წესებში. რამდენია კიდევ ისეთი, რაც არ არის ძალიან შესამჩნევი, მაგრამ პრობლემური მიზეზი?!

არის თუ არა ეს არაპროფესიონალიზმი? არის თუ არა ეს არაკომპეტენტურობა? არის თუ არა ეს რიგითი მოქალაქეების წვალება? არის თუ არა ეს საცობების ქალაქად გადაქცევა? არის თუ არა ეს ხალხისთვის შეზღუდვების დაწესება? - რათქმა უნდა, დიახ!

გსურთ ასეთ თბილისში ცხოვრება? მე - არ მსურს! და ზუსტად ამიტომ ვამბობ - #ზალიკოთბილისისმერად!


დავით დონერიანი


წყარო

მასალის გამოყენების პირობები
მოგვწერეთ საინტერესო სტატია, ინფორმაცია, ან უბრალოდ გაგვიზიარეთ თქვენი აზრი