ავტორიზაცია

2017-09-13 12:11 ნანახია: 1108-ჯერ

ბიბილაშვილი სააკაშვილზე: ეს ტალღა აუცილებლად ჩამოვა საქართველოში და წალეკავს მოღალატე ხელისუფლებას

"ნაციონალური მოძრაობის" წევრი ზაზა ბიბილაშვილი ჟურნალისტებთან საუბრისას ეხმაურება იუსტიციის მინისტრის თეა წულუკიანის მიერ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით გაკეთებულ განცხადებას. ბიბილაშვილის თქმით, წულუკიანი არ ფიქრობს, რა ეპოქალურ ძვრებს ახორციელებს სააკაშვილი რეგიონში.

"წულუკიანის ხელში ბოლომდე ჩამოიშალა საქართველოში მართლმსაჯულება, მის ხელში 3-ჯერ მოგვეჭრა თავი სტრასბურგში, პირველად ვანო მერაბიშვილის საქმეზე, მეორედ "რუსთავი 2"-ის საქმეზე, მესამედ მაშინ როდესაც 2 წლის განმავლობაში ვერ მოხერხდა ისეთი კანდიდატების დასახელება ევროსასამართლოში, რომელიც ფორმალურად მაინც იქნებოდა მისაღები ევროსასამართლოს კრიტერიუმებით.
შესაბამისად ამ სამარცხვინო მინისტრმა ჯობია თავის საქმეს მიხედოს, ჯობია იმაზე იდარდოს რას მოსთხოვს მას შთამომავლობა, როდესაც მიადგება კრიმინალური სამყაროს რევანშის ძელგლს, რომელიც მან ჩააკვეხა იუსტიციის სახლის წინ და იმაზე არ იფიქროს რა ეპოქალურ და მართლაც რეგიონული მასშტაბის ძვრებს ახორციელებს მიხეილ სააკაშვილი უკრინაში. ეს ტალღა აუცილებლად ჩამოვა საქართველოში და ეს ტალღა ნამდვილად წალეკავს იმ მოღალატე ხელისუფლებას, რომელიც დღეს საქართველოში გვიზის ბედუკაძის და რაფალიანცის გამო", - განაცხადა ზაზა ბიბილაშვილმა.

შეგანხსენებთ, რომ იუსტიციის მინისტრმა განაცხადა, რომ "პოლიტიკურად მიხეილ სააკაშვილის თვითონ თანაგუნდელებს და ყოფილ თანაგუნდელებს აღარ აინტერესებთ, არამც თუ "ქართულ ოცნებას".


წყარო

მასალის გამოყენების პირობები
მოგვწერეთ საინტერესო სტატია, ინფორმაცია, ან უბრალოდ გაგვიზიარეთ თქვენი აზრი