ავტორიზაცია

2017-09-13 10:59 ნანახია: 121-ჯერ

პეკინის მიმდებარედ მიწისქვეშა პარკინგი გაკეთდება

პეკინისა და მიცკევიჩის მიმართულებით არსებულ ტერიტორიაზე, მიწისქვეშა პარკინგი გაკეთდება. როგორც თბილისის მერმა დავით ნარმანიამ ჟურნალისტებს განუცხადა, მერიაში შესულია შესაბამისი ბიზნეს წინადადება, რომელიც განხილვის ეტაპზეა.

დედაქალაქის მერის განმარტებით, აღნიშნულ ტერიტორიას პარკინგის ადგილი ნამდვილად სჭირდება და აუცილებლად იქნება მიღებული დადებითი გადაწყვეტილება. 

"ჩვენ მიღებული გვაქვს წინადადება პეკინის და მიცკევიჩის მიმართულებით არსებულ ტერიტორიაზე მიწისქვეშა პარკინგის მოწყობასთან დაკავშირებით. ეს წინადადება, როგორც ბიზნეს წინადადება განხილვის სტადიაზეა და მივიღებთ აუცილებლად დადებით გადაწყვეტილებას. პარკინგი ამ ტერიტორიას დამატებით ნამდვილად სჭირდება", - განაცხადა დავით ნარმანიამ. 

მისი თქმით, ეს ცალკე პროექტია და არ აქვს კავშირი პეკინის რეაბილიტაციის პროექტთან.



წყარო

მასალის გამოყენების პირობები
მოგვწერეთ საინტერესო სტატია, ინფორმაცია, ან უბრალოდ გაგვიზიარეთ თქვენი აზრი