2017-09-13 17:41 ნანახია: 1618-ჯერ

„ვინ დამიბარა და უფროსმა“ – საჯარო მოხელეები „ქართული ოცნების“ კანდიდატების წარდგინებაზე

„შემიშვი, აუცილებლად უნდა შევიდე. უფროსი მიცდის“, – ამ სიტყვებით სახელმწიფო დაცვის პოლიციელებს საშუალო ასაკის ქალმა მიმართა, როცა მრავალგზის თხოვნის მიუხედავად, ეგრეთ წოდებული კარის გახსნაზე უარი უთხრეს. დაცვის თანამშრომლებმა ქალს შესთავაზეს აქციას „ფანტანების მხრიდან“ შეერთებოდა.

ქალმა დაასახელა თავისი სამსახური და თანამდებობაც – სოციალურ სააგენტოში ვმუშაობ და თუ არ შემიშვებთ, პრობლემები შემექმნებაო. მას დაცვის თანამშრომელმა საგულდაგულოდ აუხსნა, რომ თუ „ფანტანების მხრიდან“ მივიდოდა, აუცილებლად იპოვიდა თავის უფროსს და ქალიც დამშვიდებული გაემართა მითითებულ მხარეს.

დღეს, „ქართული ოცნების“ მხარდამჭერი კონცერტი ერთ საათს გაგრძელდა ბათუმის ბულვარში. საზაფხულო თეატრის გარშემო სახელდახელოდ შემოვლებულ ღობის კარებთან არაერთმა ადამიანმა ითხოვა აქციის ტერიტორიაზე შესვლა. ეს ადამიანები დაუყოვნებლივ პასუხობდნენ „ბათუმელების“ შეკითხვას – თქვენ რომელი უწყებიდან ხართ? ბევრმა მათგანმა სავარაუდოდ ჩათვალა, რომ „ბათუმელების“ ჟურნალისტი პარტიის წარმომადგენელი იყო, შესაბამისად, არაერთ „უფროსის დაბარებულს“ ვესაუბრეთ. ზოგიერთი მათგანი ამბობდა, რომ სამინისტროს თანამშრომელი იყო [ოთხივე სამინისტრო], ზოგიერთიც გამგებლის წარმომადგენელი ან ამ წარმომადგენლის თანმხლები [სხვადასხვა სოფელში].

აჭარის განათლების მინისტრი ინგა შამილიშვილი

აჭარის განათლების მინისტრი ინგა შამილიშვილი

უნვერსიტეტის რექტორი მერაბ ხალვაში და პრორექტორი ჯემალ ანანიძე

ბსუ-ს რექტორი მერაბ ხალვაში და კანცლერი ჯემალ ანანიძე

 

განათლების სამინისტროს თანამშრომლები

განათლების სამინისტროს თანამშრომლები

დღეს კანიდატების წარდგენას ბევრი სკოლის მოსწავლე ესწრებოდა

დღეს კანიდატების წარდგენას ბევრი სკოლის მოსწავლე ესწრებოდა

IMG_1439
დღეს „ქართულმა ოცნებამ“ თვითმმართველობის არჩევნებისთვის ბათუმში მერობის კანდიდატები წარადგინა. სწორედ მათ წარდგენას უსწრებდა წინ აქცია-კონცერტი, რომელზეც „უფროსების დაბარებულები“ არც თუ ცოტანი იყვნენ.

„ქართული ოცნების“ აქცია დაიწყო შვიდი საათისთვის, ანუ სამუშაო დღის დასრულების შემდეგ.

თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართება.

წყარო

საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება აკრძალულია. ლიცენზირებისათვის მოგვწერეთ ელფოსტაზე: contact.statia.ge@gmail.com