2017-10-12 23:04 ნანახია: 676-ჯერ

ვანუატუს მოქალაქეობა იყიდება და მისი ფასი 44 ბიტკოინი - 200 ათასი აშშ დოლარია

წყნარი ოკეანის აუზის სახელმწიფო ვანუატუ მსოფლიოში პირველი ქვეყანა გახდა, რომლის მოქალაქეობის ყიდვა ბიტკოინებით არის შესაძლებელი. ამის შესახებ ინფორმაციას bitcoin.com ავრცელებს. ვანუატუ ახალი ტექნოლოგიების სფეროში ლიდერობას გეგმავს და ყველა ტრანზაქცია ციფრული ვალუტით, ავსტრალიის საფონდო ბირჟის დახმარებით და ავსტრალიის მიერ დაწესებული მოთხოვნების შესაბამისად განხორციელდება.

უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ვანუატუს მოქალაქეობის მიღების და პასპორტის გაცემის საფასური 200 000 აშშ დოლარი და დაახლოებით 44 ბიტკოინია, ქვეყანაში ცხოვრება კი აუცილებელი არ არის. ადგილობრივი კანონმდებლობით, ადამიანს შეუძლია საერთოდ არც მოინახულოს ქვეყანა. ვანუატუს მოქალაქეებს უვიზოდ შეუძლიათ იმოგზაურონ მსოფლიოს 115 ქვეყანაში, მათ შორის ევროკავშირის ქვეყნებსა და დიდ ბრიტანეთში.

ვანუატუს ხელისუფლება დარწმუნებულია, რომ სიახლით ბევრი ადამიანი დაინტერესდება, რადგან ინიციატივა მიმზიდველია. ვანუატუს მთავრობა მიიჩნევს,რომ უპირველესად, ეს ადამიანები დიდი ბიზნესის მფლობელები იქნებიან. ქვეყანას შეღავათიანი საგადასახადო სისტემა აქვს.

ბიტკოინი - ციფრული ქონება და ელექტრონული გადახდის საშუალებაა, რომელიც სატოში ნაკამოტომ გამოიგონა. მან 2008 წელს საჯაროდ განაცხადა საკუთარი გამოგონების შესახებ, ხოლო 2009 წლიდან კომპიუტერულ ქსელში ჩაუშვა. ამ სისტემით მომხმარებლებს შეუძლიათ თავისუფლად განახორციელონ სავაჭრო ოპერაცია ყოველგვარი შუამავლის გარეშე.

სავაჭრო ოპერაციები მოწმდება ციფრული ქსელების შესაბამის სისტემებში და ინახება საჯაროდ დამოუკიდებელ მონაცემთა ბაზაში, რომელსაც „ბლოქჩეინი" ეწოდება. ეს ბაზა იყენებს ბიტკოინს, როგორც საერთო ანგარიშს. ბიტკოინს ხშირად მოიხსენიებენ როგორც კრიპტოვალუტას, რომლისთვისაც საჭიროა სისტემური არსებობა და მიმოქცევა. ბიტკოინის უფრო ზუსტი დახასიათებისთვის აღნიშნავენ, რომ ის არის პირველი ციფრული ვალუტა.

 

წყარო

საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება აკრძალულია. ლიცენზირებისათვის მოგვწერეთ ელფოსტაზე: contact.statia.ge@gmail.com