ავტორიზაცია

2017-10-12 12:22 ნანახია: 270-ჯერ

მონტენეგროს გადატრიალების მცდელობაში ბრალდებულ დეპუტატებს რუსეთში ჩასვლის უფლება არ მისცეს

მონტენეგროს სასამართლომ სახელმწიფო გადატრიალების მცდელობაში ეჭვმიტანილი პირები საპატიმროში დატოვა. საქმე ეხება 14 პირს, რომელთაც ბრალად ედებათ 2016 წელს დანაშაულებრივი ორგანიზაციის შექმნა და სახელმწიფო გადატრიალების მოწყობის მცდელობა. როგორც ოფიციალური მონტენეგრო აცხადებს, ბრალდებულებს ხელისუფლებაში პრორუსული ძალების მოყვანა სურდათ, რათა ქვეყნის ნატოში გაწევრიანების პროცესი შეეჩერებინათ.


წყარო

მასალის გამოყენების პირობები
მოგვწერეთ საინტერესო სტატია, ინფორმაცია, ან უბრალოდ გაგვიზიარეთ თქვენი აზრი