2017-11-13 15:14 ნანახია: 219-ჯერ

მეცნიერები: სექსი იშვიათად იწვევს გულის გაჩერებას

მეცნიერებმა დაადგინეს, რომ მიუხედავად გავრცელებული მოსაზრებისა, სექსი იშვითად იწვევს გულის გაჩერებას, ისევე როგორც სისხლის მიმოქცევის სისტემის სხვა პრობლემებს. კვლევაზე ვრცლად BBC წერს. 

ასეთ დასკვნამდე მივიდნენ მკვლევარები, რომლებიც 5 წლის განმავლობაში, აშშ-ის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში მილიონამდე ადამიანის ჯანრმთელობის მდგომარეობას აკვირდებოდნენ.

4557 კარდიოლოგიური შეტევისგან, მხოლოდ 34 იყო დაკავშირებული სქესობრივ აქტთან. მეცნიერების თქმით, მხოლოდ 0,7% შემთხვევაში, გულის გაჩერება ხდება სექსის დროს ან აქტიდან ერთი საათის შემდეგ. 

ამასთან გაირკვა, რომ სექსის დროს გარდაცვალების საშიშროება უფრო კაცებს აქვთ, ვიდრე ქალებს. 34 პაციენტიდან 32 სწორედ, რომ მამრობითი სქესის იყო.

წყარო

საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება აკრძალულია. ლიცენზირებისათვის მოგვწერეთ ელფოსტაზე: contact.statia.ge@gmail.com