2017-11-13 13:26 ნანახია: 72-ჯერ

ოქტომბერში საქართველოს ექსპორტი 38.3 პროცენტით გაიზარდა

2016 წლის ოქტომბერთან შედარებით, საქართველოდან საქონლის ექსპორტი 38.3%-ით (72.8 მლნ დოლარით), ხოლო იმპორტი 10.4%-ით (68.6 მლნ დოლარით) გაიზარდა. მიმდინარე წლის ოქტომბერში ექსპორტი გაზრდილია 2015 წლის ოქტომბრის მაჩვენებლებთან შედარებითაც და 9.4 მლნ დოლარით ჩამორჩება 2014 წლის მაჩვენებელს. 

2017 წლის ოქტომბერში საქართველოს საქონლის ექსპორტმა 262.8 მლნ დოლარი, ხოლო იმპორტმა 730.8 მლნ დოლარი შეადგინა. უარყოფითი სავაჭრო ბალანსი კი 468 მლნ დოლარია, რაც 2016 წლის ოქტომბრის უარყოფით ბალანსზე 4.2 მლნ დოლარით ნაკლებია.

ათი თვის ჯამში, იანვარ-ოქტომბერში ექსპორტი 29.4%-ით (501 მლნ დოლარით), ხოლო იმპორტი 7.8%-ით (461 მლნ დოლარით) არის გაზრდილი.

საგარეო ვაჭრობის დეტალური მაჩვენებლები 20 ნოემბერს გამოქვეყნდება.

წყარო

საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება აკრძალულია. ლიცენზირებისათვის მოგვწერეთ ელფოსტაზე: contact.statia.ge@gmail.com