2017-11-13 11:45 ნანახია: 139-ჯერ

საგარეო დაზვერვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უერთდება

საგარეო დაზვერვა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს  უერთდება, - აღნიშნული ცვლილების შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა  საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, რომელიც მთავრობაში საკადრო და სტრუქტურულ ცვლილებებს ეხებოდა.

როგორც კვირიკაშვილმა აღნიშნა, სუს-ისთვის საგარეო დაზვერვის შეერთებასთან დაკავშირებული ცვლილებათა პაკეტი პარლამენტს წარედგინება.

„პარლამენტს წარედგინება ცვლილება, რომლის მიხედვითაც სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურს უერთდება საგარეო დაზვერვის სამსახური. ამ სფეროში ჩვენ უკვე განვახორციელეთ უმნიშვნელოვანესი ცვლილებები და უსაფრთხოების სამსახურის გაძლიერება მხოლოდ მისასალმებელია. საგარეო დაზვერვა სწორედ ქვეყნის უსაფრთხოების ნაწილია და ამ ცვლილებითაც ხდება ლოგიკური ჯაჭვის შეკვრა“, - განაცხადა პრემიერმა.

წყარო

საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება აკრძალულია. ლიცენზირებისათვის მოგვწერეთ ელფოსტაზე: contact.statia.ge@gmail.com