2017-11-13 19:30 ნანახია: 822-ჯერ

საქართველოდან ჩასულ მგზავრებს ვარშავაში არ უშვებენ

საქართველოდან ჩასული 21 ადამიანი ვარშავაში არ შეუშვეს. მგზავრები მესამე დღეა, ვარშავის აეროპორტში იმყოფებიან. ისინი აეროპორტის ნეიტრალურ ტერიტორიაზე არიან გაჩერებულბი და საქმის ვითარებაში გარკვევას ცდილობენ.

აეროპორტში არშეშვების მიზეზად სასტუმროს გაუქმებულ ჯავშანს ასახელებენ თუმცა, მგზავრები აცხადებენ, რომ პოლონეთში ჩასვლის დროს, მათ სასტუმროს ჯავშანზე პრობლემა არ ჰქონიათ.

აეროპორტში მათ მოსთხოვეს, რომ საქართველოში დასაბრუნებელი ბილეთი იყიდონ ან სხვა ქვეყანაში გაემგზავრონ. მგზავრების თქმით, ამ ეტაპზე საქართველოში დასაბრუნებელი ბილეთის ფასი საკმაოდ მაღალია.

მგზავრები საქართველოს საკონსულოს დაუკავშირდნენ დახმარების მოთხოვნით, თუმცა, საკონსულოშიც ურჩიეს, რომ უკან დასაბრუნებელი ბილეთები იყიდონ.

წყარო

საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება აკრძალულია. ლიცენზირებისათვის მოგვწერეთ ელფოსტაზე: contact.statia.ge@gmail.com