2017-11-13 12:19 ნანახია: 174-ჯერ

“ქუთაისის არჩეული მერის ლეგიტიმურობის საკითხი დგება“- გიგა შუშანია

 "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენლის გიგა შიშანიას განცხადებით, ქუთაისის არჩეული მერის ლეგიტიმურობის საკითხი ბუნებრივად დგება დღის წესრიგში.

"ასეთი ცარიელი უბნები 2000 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ არ ყოფილა დამოუკიდებელი საქართველოს საარჩევნო ისტორიის განმავლობაში. მაშინაც ედუარდ შევარდნაძეს და მის გაყალბებულ არჩევნებს უარი უთხრა ამომრჩეველმა და ისე, როგორც დღეს, კარუსელებით, საჯარო მოხელეების დაშინებით და სხვადასხვა მანიპულაციებით შეძლო ამ მონაცემზე გასვლა. როდესაც ამომრჩევლის 82% უნდობლობას გიცხადებს და არ მოდის არჩევნებზე და იძულებით მიყვანილი ადამიანებიდან 3000 იმ კანდიდატს მისცემს ხმას, რომელიც არ მონაწილეობს არჩევნებში, არჩეული მერის ლეგიტიმურობის საკითხი ბუნებრივად დგება დღის წესრიგში"-აცხადებს გიოგა შუშანია.

შეგახსენებთ, თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურში, ქუთაისში რეგისტრირებული ამომრჩეველის 18 პროცენტამდე მივიდა, საიდანაც ბოიკოტის რეჟიმის მიუხედავად, 12, 45 პროცენტმა ხმა "ნაციონალური მოძრაობის" კანდიდატს მისცა.

           

ავტორი: ნიუპრესი

წყარო

საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება აკრძალულია. ლიცენზირებისათვის მოგვწერეთ ელფოსტაზე: contact.statia.ge@gmail.com