2018-01-07 11:44 ნანახია: 854-ჯერ

„საქართველოს მოსახლეობა მთავრობას დაამხობს, როგორც კი ხელს მახლებენ” - მიხეილ სააკაშვილი

„საქართველოს მოსახლეობა მთავრობას დაამხობს, როგორც კი ხელს მახლებენ” - ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მის წინააღმდეგ განაჩენთან დაკავშირებით პრესკონფერენციაზე განაცხადა.

მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველოში შეიარაღებული ძალები და სამართალდამცავი ორგანოები მისი მხარდამჭერები არიან

„გვახსოვს, რომ ჯერ პოროშენკო, შემდეგ კი გროისმანი იყვნენ საქართველოში ჩასულები. მათ ჩემი დაკავება 2017 წლის ივლისში დაგეგმეს. ამაზე კვირიკაშვილთან ჰქონდა პოროშენკოს საუბარი. მაფიოზები, იგივე ოლიგარქები შეთანხმდნენ, ტაში შემოკრეს და გადაწყვიტეს, ასე მებრძოლონ. საქართველოში შეიარაღებული ძალები და სამართალდამცავი ორგანოები ჩემი მხარდამჭერები არიან, ეს საიდუმლო არ არის, ამიტომაც ისინი ხელს არ მახლებენ, საქართველოს მოსახლეობა კი მთავრობას დაამხობს, როგორც კი ხელს მახლებენ. აბა რა გგონიათ, რომ კამერაში ვიჯდები და ვიშიმშილებ?“ – განაცხადა სააკაშვილმა.

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სასამართლომ სანდრო გირგვლიანის საქმეზე დამნაშავედ სცნო. აღნიშნული განაჩენი თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე გიორგი არევაძემ გამოაცხადა.

სანდრო გირგვლიანის საქმეზე მიხეილ სააკაშვილს ბრალი სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების მუხლით აქვს წაყენებული. გამოძიების თანახმად, მიხეილ სააკაშვილმა კუდ-ის იმჟამინდელ ხელმძღვანელს დათა ახალაიას სანდრო გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებულების შეწყალების უკანონო დაპირება მისცა და შემდეგ უკვე შეწყალების კომისიის გვერდის ავლით გერონტი ალანია, მიხეილ ბიბილურიძე, ავთანდილ აფციაური და ალექსანდრე ღაჭავა შეიწყალა, რითაც შექმნა სამართლებრივი ბერკეტი, მსჯავრდებულების პირობით ვადამდე გათავისუფლებისთვის. 

 



საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება აკრძალულია. ლიცენზირებისათვის მოგვწერეთ ელფოსტაზე: contact.statia.ge@gmail.com
loading...
loading...