2018-01-10 15:27 ნანახია: 1029-ჯერ

ტიტე გედენიძე - “ღმერთს ვთხოვ რომ ეს უკანასკნელი შემთვევა იყოს, სადაც უმიზეზოდ კვდება მოქალაქე, მითუმეტეს ასეთი ახალგაზრდა“

პანკისის ხეობაში 26 დეკემბერს ჩატარებული სპეც-ოპერაციის დროს დაჭრილი თემირლან მაჩალიკაშვილი დღეს დილის 8 საათისათვის ტრაგიკულად დაიღუპა. ამ ტრაგიკულ ფაქტს საკუთარ ფეისბუქ გვერდზე გამოეხმაურა ტიტე გედენიძე - აქტიური ახალგაზრდა, რომელსაც ყოველთვის გააჩინა თავისი აზრი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე. გთავაზობთ მის კომენტარს მომხდართან დაკავშირებით.

"მინდა გამოვეხმაურო თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალებას. ეს ახალგაზრდა, 19 წლის ბიჭი მოკლულ იქნა სპეცრაზმელის მიერ სრულიად უმიზეზოდ. მოვისმინეთ ძალზე უაზრო განცხადებები, ვითომდა ხელში ყუმბარა ეჭირაო, აღმოჩნდა რომ ტელეფონი სჭერია და სულ ტყულად მოხდა მისი სასიკვდილოდ დაჭრა, რასაც გარდაცვალება მოჰყვა. არის თუ არა დამნაშავე? ამას მნიშვნელონა არ აქვს, თუ დამნაშავე იყო, მაშინ კანონის წინაშე უნდა ეგო პასუხი. 

ვიტყოდი რომ სასწრაფოდ უნდა იქნეს გამოძიებული ეს საქმე ნორმალურ ქვეყანაში რომ ვცხოვრობდეთ, მაგრამ სამწუხაროდ სრული უნდობლობა აქვს საგამოძიებო სტრუქტურებს ჩემგან და მოსახლეობის უდიდესი ნაწილისგან. 

ღმერთს ვთხოვ რომ ეს უკანასკნელი შემთვევა იყოს, სადაც უმიზეზოდ კვდება მოქალაქე, მითუმეტეს ასეთი ახალგაზრდა." - წერს ტიტე გედენიძე საკუთარ ფეისბუქ გვერდზე.





საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება აკრძალულია. ლიცენზირებისათვის მოგვწერეთ ელფოსტაზე: contact.statia.ge@gmail.com
loading...
loading...