2018-01-11 19:08 ნანახია: 664-ჯერ

ტიტე გედენიძე: ჩვენი მთავრობა პირდაპირ კრემლის წისქვილზე ასხამს წყალს

საშინლად მოქმედებს ხელისუფლება მაჩალიკაშვილის საქმესა და პანკისის ხეობასთან მიმართებით. საშინელება დატრიალდა სოფ. დუისში და სახეზეა ვითარების გაუარესების ნიშნები, განსაკუთრებით კი მაჩალიკაშვილის გარდაცვალების შემდეგ. არ ღირს ქისტებთან და ჩეჩნებთან დაპირისპირება. პრემიერ-მინისტრი კვირიკაშვილი ვალდებულია სასწრაფოდ ჩავიდეს პანკისის ხეობაში და შეეცადოს სიტუაციის დალაგებას. კაბინეტში ჯდომა და იქიდან მისამძიმრება არაფერ მოგვცემს. წინააღმდეგ შემთხვევაში არსებობს რეალური საფრხე მივიღოთ ქვეყანაში დესტაბილიზაცია, რაც კრემლის მიზანია, ჩვენი მთავრობა კი პირდაპირ კრემლის წისქვილზე ასხამს წყალს.



საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება აკრძალულია. ლიცენზირებისათვის მოგვწერეთ ელფოსტაზე: contact.statia.ge@gmail.com
loading...
loading...