2018-01-12 00:20 ნანახია: 157-ჯერ

ახლა რა ხდება? სად არიან ახალგაზრდები...

„90-იანებში და უფრო ადრეც, ახალგაზრდები ცდილობდნენ მეტი ესწავლათ, მეტი გაეგოთ მსოფლიოზე, გაქცეოდნენ დახურულ საზოგადოებას, კომუნიზმს და მის ნარჩენებს. ვიღაც ახერხებდა ამას, ვიღაც პროტესტის ნიშნად ჰიპობდა, ვიღაც თვითმფრინავს იტაცებდა, ვიღაც ეწირებოდა, ვიღაცას ასახლებდნენ, ყველა თავისებურად ცდილობდა, რამდენად კარგად გამოსდიოდათ, ეგ მეორე საკითხია. მთავარია, რომ ბრძოლა არ შეუწყვიტავთ.

ახლა რა ხდება? სად არიან ახალგაზრდები? "ჩვენ პოლიტიკა არ გვაინტერესებს" - ასე გპასუხობენ. როცა ოკუპაციას აპროტესტებ, მაშინაც "არ აინტერესებთ პოლიტიკა" და გარბიან, ჰო, ახლაც გარბიან, ოღონდ თვითგადარჩენისთვის და არა სამშობლოსთვის, ახლაც ჰიპობენ, მაგრამ არა რეალური პროტესტის გამოსახატად, უბრალოდ რომელიმე მომღერალს ან მსახიობს ბაძავენ და იმიჯს იქმნიან. წლების წინ, ახალგაზრდები სტერეოტიპებს ამსხვრევდნენ, ახლა პირიქით, თავად ქმნიან. სნობიზმია მოდაში და თან, ამ ძალიან განათლებულებს, ჰგონიათ, რომ თავისუფლები არიან, ეს თავისუფლება არაა მეგობრებო, ეს ფსევდოთავისუფლებაა და სანამ თქვენ სირაქლემის პოზაში, მისით ტკბობას განაგრძობთ, ქვეყანა გენგრევათ.“

ანიეტა კანდელაკი



საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება აკრძალულია. ლიცენზირებისათვის მოგვწერეთ ელფოსტაზე: contact.statia.ge@gmail.com
loading...