2018-01-20 13:18 ნანახია: 1010-ჯერ

“ჩუმი მკვლელი“ - 10 სიმპტომი, რომლის იგნორირებაც დაუშვებელია

ყოველწლიურად ათასობით ქალი იღუპება საკვერცხეების სიმსივნით.

მედიკოსების განცხადებით, ამის გამოწვევი რამდენიმე მიზეზი არსებობს: ასალი, გენეტიკა, კონტრაცეპტივების არასწორი გამოყენება...

ექიმები საუბრობენ 10 სიმპტომზე, რომლის იგნორირებაც არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება.


1. ტკივლი კუჭისა და მენჯის არეში

თუკი , თითქმის ყოველდღიურად გაწუხებთ ტკივილები აღნიშნულ მიდამოებში, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

2. არასტაბილური ციკლი

არსებობს კვლევები, რომ ამ სახის კიბოს რისკი 55 წელს გადაცილებულ ქალებში მეტია. მაგრამ თუკი ახალგაზრდა ხართ და ციკლთან დაკავშირებით პრობლემები გაქვს, ეს ნამდვილად არის შეშფოთების მიზეზი.

3. ზურგის ხშირი ტკივილი

თუკი ზურგის მიდამოებში შეშუპებასა და ტკივილს გრძნობთ, მაგრამ ოსტეოპოროზის სხვა ნიშნები არ გაქვთ, უნდა იცოდეთ, რომ ეს საკვერცხების კიბოს გვერდითი ეფექტი შეიძლება იყოს.

4. გეჩვენებათ, რომ შარდის ბუშტი მუდმივად სავსეა

ქალების უმრავლესობა ფიქრობს, რომ ეს გაციების ბრალია. სინამდვილეში, ეს ყველაზე ხშირად საკვერცხეების პრობლემებთან არის დაკავშირებული.

5. მუდმივი დაღლილობა

მას თან ახლავს მადის დაკარგვა, ქოშინი, ძლიანობა, გულისრევა, თავბრუსხვევა და დაღლილობის შეგრძნება დღის ნებისმიერ მონაკვეთში. არავითარ შემთხვევაში არ დატოვოთ ეს სიმპტომები რეაგირების გარეშე.

6. გულისრევის შეგრძნება

საკვერცხეების კიბოს ერთ-ერთი სიმპტომი გულისრევის შეგრძნებაა. ამ დროს ადამიანი წონაში სწრაფად იკლებს.

7. თმის ანომალური ზრდა

კიბო ჩვეულებრივ თმის ცვენასთან ასოცირდება, მაგრამ მისი საწყისი ეტაპი პირიქით, შესაძლოა ჭარბთმიანობით გამოიხატოს.

8. მუცლის შებერილობა

თუკი თქვენი მუცელი ხშირად იბერება, აუცილებლად მიმართეთ სპეციალისტს.

9. შეკრულობა

საკვერცხეების კიბოს ერთ-ერთი მთავარი გამომწვევი მიზეზი შეკრულობაა. ამიტომ, თუკი შეკრულობა გაწუხებთ, თვითმკურნალობის ნაცვლად, დაუყოვნებლივ მიმართეთ ექიმს.

10. ტკივილი სექსის დროს

თუკი სექსუალური აქტის დროს ტკივილი და უსიამოვნო შეგრძნება გაწუხებთ, აუცილებლად მიმართეთ ექიმს.