I'm mining on MinerGate - the best cryptonote mining pool

2018-02-08 10:19 ნანახია: 292-ჯერ

ამერიკელი რეგულატორების განცხადების შემდეგ ბიტკოინის ფასი დამაჯერებლად იზრდება

მსოფლიოში ყველაზე პოპულარული კრიპტოვალუტა ბიტკოინის ფასი გუშინ საღამოდან მოყოლებული დამაჯერებლად იზრდება და უკვე გადალახა 8 000-დოლარიანი ნიშნული. 

ეს კი მოხდა ამერიკელი რეგულატორების განცხადებების შემდეგ. 


CoinMarketCap-ის ინფორმაციით, გუშინ საღამოს ბიტკოინის ფასი 15,2%,-ით 8,29 ათას დოლარამდე გაიზარდა. Bitfinex-ის ბირჟაზე კი ზრდამ 12,23% შეადგინა, ფასი 8,19 ათას დოლარამდე აიწია. ბიტკონის აღმასვლა ფიქსირდება სხვა ბირჟებზეც. OKEx-ზე 14,52%,-ით 8,19 ათას დოლარამდე ხოლო Coindesk-ზე , 6,7%-ით 8,218 დოლარამდე.


ტრეიდერები აღნიშნულ ტენდენციას სენატში გამართულ მოსმენას უკავშირებენ, რომელიც სწორედ რომ კრიპტოვალუტებს დაეთმო. მოსმენაზე განაცხადეს, რომ იმ ადამიანების დაცვაა აუცილებელი, ვინ ფლობს კრიპტოვალუტებს და ამასთვის არ არის აუციელბელი მკაცრი რეგულაციები. ერთ-ერთმა სენატორმა კრისტოფერ ჯანკარლომ ისიც კი თქვა „რომ არა ბიტკოინი, არ იქნებოდა „ბლოკჩეინ“ სისტემაო“.


აღსანიშნავია, რომ ბიტკოინთან ერთად ზრდა დაიწყეს ასევე სხვა კრიპტოვალუტებმაც. ამ დროისთვის ციფრული ვალუტის ბაზრის კაპიტალიზაცია შეადგენს 388,27 მილიარდ დოლარს, საიდანაც ბიტკოინზე 35% მოდის. 



კოკა კვირკველია



საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება აკრძალულია. ლიცენზირებისათვის მოგვწერეთ ელფოსტაზე: contact.statia.ge@gmail.com
loading...
loading...