I'm mining on MinerGate - the best cryptonote mining pool

2018-02-08 11:14 ნანახია: 218-ჯერ

ისრაელში ბრილიანტებით გამყარებული კრიპტოვალუტა იქმნება

ისრაელის ალმასების ბირჟა საკუთარი ციფრული ვალუტის შექმნას გეგმავს, რომლის ღირებულებაც ბრილიანტებით იქნება გამყარებული. 

მსოფლიოში ყველაზე მსხვილი ბრილიანტების ბირჟის განცხადებით, მათი ციფრული ვალუტა იქნება წარმოდგენილი ორი სახით - Carat, რომელიც იქნება ორიენტირებული ინვესტორების ფართო წრეზე და Cut, რომლითაც უკვე ბრილიანტებით მოვაჭრე პროფესიონალები ისარგებლებენ.

„ახალი ციფრული ვალუტა ალმასების შესყიდვით იქნება გამყარებული ისრაელის ბაზარზე და მისი მონაცემები აისახება მსოფლიოს სხვადასხვა ციფრული ვალუტების საფონდო ბირჯებზე, სხვა კომპანიებისა და კრიპტოვალუტების მსგავსად“ - ნათქვამია ალმასების ბირჟის განცხადებაში.

ბირჟის დირექტორის ელი ავიდარას განცხადებით, Carat-ის ღირებულებას ექნება ბრილიანტების 25%-იანი მხარდაჭერა და აღნიშნული მას ნამდვილად გამოარჩევს მსოფლიოში არსებული 1400 სხვადასხვა კრიპტოვალუტებისგან, - წერს სააგენტო „ფრანს პრესი“.

კოკა კვირკველია



საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება აკრძალულია. ლიცენზირებისათვის მოგვწერეთ ელფოსტაზე: contact.statia.ge@gmail.com
loading...
loading...