I'm mining on MinerGate - the best cryptonote mining pool

2018-02-08 21:34 ნანახია: 623-ჯერ

როგორ გამოიყურება ბინა თბილისში, რომელიც მილიონ ლარზე მეტი ღირს

საბილიარდე, კინოთეატრი, ჯაკუზი ვერანდაზე - ვაკეში მდებარე ბინა მილიონ ლარზე მეტი ღირს. კერძოდ, საუბარია 8 ოთახიან, 565 კვადრატული მეტრი ფართობის ბინაზე. 

ბინა არის ტრიპლექსის ტიპის, რომელიც მოიცავს: ჰოლს, დიდ მისაღებ ოთახს ვერანდით, დიდ სამზარეულო-სასადილოს, ცალკე სამრეცხაოს, დიდ სათავსო ოთახს, სველ წერტილს ჯაკუზითა და კაბინეტს. მის შემადგენლობაშია ასევე: 4 დიდი საძინებელი საკუთარი სველი წერტილებითა და საგარდერობე ოთახებით, გასართობი ოთახი ბარით, საბილიარდო მაგიდითა და კინოთეატრით. 

გარდა ამისა, ბინას აქვს დიდი ვერანდა ჯაკუზით. მის საკუთრებაშია ასევე მიწისქვეშა პარკინგი 2 ავტომობილზე. 


ბინა ავეჯითა და ტექნიკით 820 ათას დოლარად (მიმდინარე კურსი - 2 020 316 ლარი) იყიდება. 



საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება აკრძალულია. ლიცენზირებისათვის მოგვწერეთ ელფოსტაზე: contact.statia.ge@gmail.com
loading...
loading...