I'm mining on MinerGate - the best cryptonote mining pool

2018-02-08 21:38 ნანახია: 357-ჯერ

სასწრაფო დახმარების მიერ პაციენტების საავადმყოფოებში არასწორად გადანაწილება

სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურს არაეფექტურ მუშაობაში ადანაშაულებენ. აუდიტის სამსახური დასკვნაში წერს, რომ ხშირ შემთხვევაში მედიკოსები პაციენტებს კლინიკებში არასწორად ანაწილებენ.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნის მიხედვით, 693 ჯერ გულის არეში ძლიერი ტკივილის მქონე პაციენტები სასწრაფო დახმარებამ ისეთ კლინიკებში გადაიყვანა, რომლებსაც კარდიოლოგიაში მუშაობის ნებართვა არ ჰქონდათ. 335 შემთხვევა კი, გადაუდებელი მედიცინის ცენტრის ბრიგადებმა პაციენტები არა მათ სახლთან ახლოს არსებულ საავადმყოფოში, არამედ ბევრად უფრო შორს მდებარე კლინიკაში წაიყვანეს.

აუდიტის სამსახურის დასკვნით, ხშირია შემთხვევა, როდესაც პაციენტი ისეთ საავადმყოფოში გადაჰყვათ, სადაც ისინი შესაბამის სამედიცინო მომსახურებას ვერ მიიღებენ. ჯანდაცვის მინისტრი, დავით სერგეენკო ვარაუდობს, რომ ამ პრობლემის უკან კლინიკების ბიზნესინტერესები დგას.

სასწრაფო დახმარების მიერ სუბიექტური წესით კლინიკებში პაციენტების გადაყვანის მიზეზის ახსნას კარდიოლოგიური კლინიკა „გულის“ დირექტორი შეეცადა. ანზორ მელია ამბობს, რომ თბილისში საავადმყოფოებს პარლამენტის დეპუტატების ნაწილის სახით ლობისტები ჰყავთ.

კიდევ ერთი ხარვეზი, რომელიც სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სასწრაფო დახმარების მუშაობაში გამოავლინა, გამოძახებებზე დაგვიანებით მისვლაა.

სასწრაფო გადაუდებელი დახმარების ცენტრში აუდიტის სამსახურის კრიტიკულ დასკვნას არ იზიარებენ.

 

ავტორი: ნატა კვირჩილაძე. 



საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება აკრძალულია. ლიცენზირებისათვის მოგვწერეთ ელფოსტაზე: contact.statia.ge@gmail.com
loading...
loading...