I'm mining on MinerGate - the best cryptonote mining pool

2018-02-09 12:22 ნანახია: 152-ჯერ

მთავრობის დადგენილებით, ფიზიკურმა პირმა მომხმარებელს სუნელი თვალწინ უნდა დაუფქვას

მთავრობის დადგენილების მიხედვით, სუნელებისა და სანელებლების რეალიზაცია ახალი წესებით უნდა მოხდეს. ახალი წესები სუნელებისა და სანელებლების წარმოება-გადამუშავების პროცესში რისკების შემცირებას ისახავს მიზნად.

ახალი წესების მიხედვით:

იკრძალება ფიზიკური პირების (გარდა ინდივიდუალური მეწარმეებისა) მიერ სუნელებისა და სანელებლების წარმოება ან/და გადამუშავება და რეალიზაცია;

ფიზიკური პირების მიერ სუნელებისა და სანელებლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როცა მომხმარებლის თანდასწრებით ადგილზე ხდება სუნელებისა და სანელებლების დაფქვა;

ბიზნესოპერატორის მიერ წარმოებული ან/და გადამუშავებული სუნელებისა და სანელებლების ბაზარზე განთავსება შესაძლებელია მხოლოდ დაფასოებული სახით საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული ეტიკეტირების მოთხოვნების დაცვით, რაც უზრუნველყოფს მიკვლევადობას და ეფექტიანი სახელმწიფო კონტროლის განხორციელებას.

სურსათის ეროვნული სააგენტოს განცხადებაში ნათქვამია, რომ 2017 წელს ჩატარებული ლაბორატორიული კონტროლის შედეგად, სუნელებისა და სანელებლების 187 ნიმუშიდან 33 შემთხვევაში (18%-ია) გამოვლინდა ტყვიის გადაჭარბებული შემცველობა.

სააგენტოს მიერ განხორციელებული კონტროლის დროს, სუნელებისა და სანელებლების ფალსიფიკაციის შემთხვევებიც გამოიკვეთა.



საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება აკრძალულია. ლიცენზირებისათვის მოგვწერეთ ელფოსტაზე: contact.statia.ge@gmail.com
loading...
loading...