2018-03-10 17:39 ნანახია: 411-ჯერ

იაპონიაში ვულკანი შინმოედაკე ამოიფრქვა

იაპონიის კუნძულ კიუშიუზე მოქმედი ვულკანი შინმოედაკე ამოიფრქვა.

ვულკანი ლავას და ქვებს 4 კილომეტრის რადიუსში აფრქვევს.

ამოფრქვევამდე რამდენიმე დღით ადრე ვულკანიდან რამდენიმე დღის მანძილზე ფერფლი იფრქვეოდა.

ექსპერტების აზრით ვულკანი ამოფრქვევას რამდენიმე თვის მანძილზე განგაგრძობს.

2011 წელს ამ ვულკანის ამოფრქვევის გამო მიმდებარე ტერიტორიიდან ასობით ადამიანის ევაკუაცია მოხდა. ამჟამად ადგილობრივები გაზრდილი ვულკანური აქტივობის საფრთხეების შესახებ გააფრთხილეს.

იაპონიაში 110 მოქმედი ვულკანია. შინმოედაკეს ვულკანი ჯეიმს ბონდის ფილმში "You Only Live Twice" ერთ-ერთი მოქმედების ადგილია.