2018-03-10 11:04 ნანახია: 226-ჯერ

“არ არსებობს არანაირი მიზეზი, რის გამოც შესაძლოა, ცხედარი გააჩერონ“ - იან კელი ტატუნაშვილის საქმეზე

ოკუპირებული ცხინვალის ციხეში გაურკვეველ ვიტარებაში მოკლული არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენების საკითხი - აშშ-ის ელჩი საქართველოში იან კელი აცხადებს, რომ არ არსებობს არანაირი მიზეზი, რის გამოც შესაძლოა ცხედარი გააჩერონ და არ დაუბრუნონ ოჯახს:

„ჩვენ არ ვაღიარებთ ახალ საზღვრებს და არ ვაღიარებთ საართველოს ორ რეგიონს დამოუკიდებლად, ჩვენ ვუწოდეთ რუსეთს ოკუპანტი და შესაბამისად, როდესაც ხარ ოკუპანტი, შენი წილი პასუხისმგებლობა გაკისრია. საერთაშორისო სამართლის მიხედვით, არ არსებობს არანაირი მიზეზი, რის გამოც შესაძლოა, ცხედარი გააჩერონ და არ დაუბრუნონ თავიანთ მშობლებს. ჩვენ საქართველოს მთავრობას მხარს ვუჭერთ მის ყველა ძალისხმევაში, გადაჭრას ეს საკითხი. უკვე შედგა საუბარი სახელმწიფო მდივნის მოადგილეს და საქართველოს პრემიერ-მინისტრს შორის, სადაც ხაზი გაესვა ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერას საქართველოსადმი,“ - განაცხადა კელიმ.