2018-03-31 09:28 ნანახია: 414-ჯერ

ამერიკული სერიალის Homeland-ის გმირი საქართველოშია

„სამშობლო“

ცნობილი მსახიობი ნუმან აჯარი საქართველოშია. ქართველი მაყურებელი მას კარგად იცნობს ამერიკული სერიალიდან „სამშობლო“ (Homland) ჰასამ ჰაკანის როლის შესრულებისთვის და სერიალიდან „გაქცევა“ (Prison Break), რომელშიც ის აბუ რამალის როლს თამაშობს.

გერმანიაში მცხოვრებ, წარმოშობით თურქ მსახიობს მას შესრულებული აქვს როლები ისეთ ცნობილ ფილმებში, როგორებიცაა: „ტალღის ქიმნზე“, „დიდი კედელი“, „ალი და ნინო“, In the fade. ბოლო როლი, მან გაი რიჩის ფილმში „ალადინი“ შეასრულა, რომელიც კინოეკრანებზე 2019 წელს გამოვა.