2018-04-05 09:57 ნანახია: 268-ჯერ

მარტში ტურისტების რაოდენობა 33 პროცენტით გაიზარდა

საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე ტურისტთა რაოდენობის ზრდის სტატისტიკა აღნიშნა.  მისი განცხადებით, ტურისტების რაოდენობის ზრდამ 28 % -ს მიაღწია.

   ,,2018 წლის იანვარ-მარტის მონაცემებით კი საქართველოს 1,5 მლნ მოგზაური ესტუმრა. მხოლოდ 2018 წლის მარტში წინა წლის მარტთან შედარებით 33%-ით გაიზარდა ტურისტების მაჩვენებელი. ეს არის მნიშვნელოვანი. განსაკუთრებით აღსანიშნავია, რომ მზარდია ევროკავშირიდან ტურისტების მაჩვენებელი. კერძოდ, ბრიტანეთიდან შემოსული ტურისტების ზრდამ 74% შეადგინა, გერმანიიდან – 47%, ლატვიიდან – 45%, ლიტვიდან – 35%, საფრანგეთიდან – 25%.

მნიშვნელოვანია ამ კუთხით პირდაპირი ავიარეისები, მიხარია რომ გაზრდილია პირდაპირი ავიარეისები. ტურიზმიდან ქვეყანამ 2016 წელს 2 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო, 2017 წელს კი 2 მლრდ 750 მლნ დოლარი”, – განაცხადა პრემიერმა მთავრობის სხდომაზე.

 გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ტურისტების ზრდა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლის მისაღწევად.

შეგახსენებთ, რომ 2018 წელს, თებერვალში საქართველოს 440,806 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 19,8 % -ით არის გაზრდილი.

      2018 წლის თებერვალში ყველაზე მეტი ვიზიტი აზერბაიჯანიდან ( – 2,2 %),  სომხეთიდან (+27,1 )  თურქეთიდან (+27,1 % ), თურქეთიდან (+28,1  % ) რუსეთიდან ( + 24.2 %) და ირანიდან ( +130,6 %) განხორციელდა.

 2018 წლის იანვარი-თებერვლის თვის მონაცემებით საქართველოს 885,047 საერთაშორისო მოგზაური ეწვია, რაც 129,967-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით (ზრდა +17.2%)

  იანვარი-თებერვლის თვის მაჩვენებლებით იმ უცხოელი მოგზაურების ანუ ტურისტების რიცხვმა, რომლებმაც 24 საათი და მეტი დაჰყვეს საქართველოში 367,321 შეადგინა, რაც 73,320-ით მეტია 2017 წლის იანვარი-თებერვლის მაჩვენებელზე (ზრდა +24.9%).



საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება აკრძალულია. ლიცენზირებისათვის მოგვწერეთ ელფოსტაზე: contact.statia.ge@gmail.com
loading...
loading...