I'm mining on MinerGate - the best cryptonote mining pool

2018-05-04 18:37 ნანახია: 79-ჯერ

რაზე საუბრობდნენ პოლიტიკოსები - აქცია ბათუმში

"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" დაგეგმილ აქციაზე,  რეგიონში გახშირებულ კრიმინალურ ფაქტებზე საუბრობდნენ.  აქციის მონაწილეებს შორის  ენმ- ის ლიდერი ლევან ვარშალომიძე იმყოფებოდა, რომელიც მთავრობას უმოქმედობაში ადანაშაულებდა. " პოლიცია მხოლოდ იმ საქმითაა დაკავებული, თუ როგორ გადაადგილდეს ბიძინა ივანიშვილის ხე შეფერხებების გარეშე.  ეს არის გამფრთხილებელი აქცია. გონს მოეგოს შინაგან საქმეთა მინისტრი, გენერალური პროკურორი და პერმიერ-მინისტრი. თუ გვყავს საერთოდ პრემიერ-მინისტრი?!   ჩვენ ყოველთვის მოსახლეობის გვერდით დავდგებით და კრიმინალს გავაპროტესტებთ.  შსს-ს მინისტრს მოვუწოდეთ, რომ პოლიცია უნდა ემსახურებოდეს საქართველოს და არა ოლიგარქს"- განაცხადა ლევან ვარშალომიძემ. 

აქციის მონაწილეებს შეუერთდა აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატი მედეა ვასაძე. " ამ ძალადობას ერთიანი ძალებით საბოლოოდ უნდა ვუთხრად უარი. ქვეყანაშ კრიმინალის დონე გაზრდილია. ვაკრიტიკებდი ნაციონალურ მოძრაობას. მე აქ ნაციონალურ მოძრაობას არ მოვყოლილვარ.   მე ჯელალ ქიქავას გვერდით ვდგავარ. ბოლო დროს განვითარებული მოვლენები გახლავთ ზოგადი პრობლემა. როცა საკითხი ეხება ზოგადი პრობლემას, აქ პოლიტიკურობას მნიშვნელობა არ აქვს. აქ არიან ადმიანები, რომელებიც არ არიან პარტიის წევრები მაგრამ აპროტესტებენ შექმნილ ვითარებას“- განაცხადა მედეა ვასაძემ

ჯელალ ქიქავას განცხადებით მასზე თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დროში გაჭიანურდა. 

წყარო



საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება აკრძალულია. ლიცენზირებისათვის მოგვწერეთ ელფოსტაზე: contact.statia.ge@gmail.com
loading...
loading...