I'm mining on MinerGate - the best cryptonote mining pool

2018-05-04 18:35 ნანახია: 81-ჯერ

საპოტესტო აქცია ბათუმში

ბათუმის, ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რაიონული ორგანიზაციის ორგანიზებით  საპროტესტო აქცია მიმდინარეობს, ლოზუნგით       " ერთად გავაპროტესტოთ მძიმე კრიმინოგენური ვითარება აჭარაში". მსვლელობა სიმბოლურად პროკურატურიდან დაიწყო პოლიციის სამმართვრლოს შენობის მიმართულებით.

"ვემსახურები საქართველოს და არა ბიძინა ივანიშვილს, ეს მიზანი უნდა ჰქონდეს საქართველოს პოლიციას. სამწუხაროდ, საქართვრლოს მთავრობამ ქართული პოლიცია აქცია ერთპიროვნული მმართველის- ბიძინა ივანიშვილის მსახურად. ქვეყანაში რთული კრიმინალური სიტუაციაა, ამის ნათელი მაგალითია ენმ-ის საკრებულოს დეპუტატზე , ნოდარ დუმბაძეზე და ბონდო თედორაძეზე თავდასხმის ფაქტი, ასევე, ირაკლი ჩხვიკიას ფაქტი, რომელიც 11 თვის მანძილზე უსამართლოდ, სიტყვის თავისუფლების შეზღუდვისთვის იჯდა ციხეში.გავიხსენოთ  ჯელალ ქიქავას მიმართ თავდასხმის ფაქტიც. მთავრობა ამ დროისთვის უმოქმედოა და არაფერს აკეთებს აღნიშნული სიტუაციების აღმოსაფხვრელად"- ამბობს მირდატ ქამადაძე

აქციას შეუერთდა აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი დეპუტატი მედეა ვასაძე, ჯელალ ქიქავა და სხვები. 

წყარო



საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება აკრძალულია. ლიცენზირებისათვის მოგვწერეთ ელფოსტაზე: contact.statia.ge@gmail.com
loading...
loading...