I'm mining on MinerGate - the best cryptonote mining pool

2018-05-04 18:50 ნანახია: 77-ჯერ

1 700 000 ემიგრანტი შესაძლოა პენსიის გარეშე დარჩეს – რა რეფორმას გეგმავს სახელმწიფო

ემიგრაციაში მყოფი მოქალაქეები შესაძლოა პენსიის გარეშე დარჩეს. ეკონომიკის სამინისტროში განსახრციელებელი საპენსიო რეფორმის მიხედვით, უახლოეს მომავალში 1 700 000 ემიგრანტს, სახელმწიფო ხელს აღარ გაუწვდის და პენსიის გარეშე დატოვებს.

დისკრიმინაციული და შეურაცხმყოფელი, ასე ეხმაურება რეფორმის მიხედვით გათვალისწინებულ ცვლილებებს, ემიგრაციისა და დიასპორის საკითხთა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელი, ირაკლი ღლონტი. ღლონტი ხელისუფლებას თხოვს, საკითხის განხილვის დროს, საქმის კურსში ჩააყენონ სახალხო დამცველი, რომელიც პირადად დააკვირდება მოვლენათა განვითარებას.

,,ემიგრანტებისთვის პენიის გაუქმებაზე მსჯელობაც კი დისკრიმინაციული და შეურაცხმყოფელია. ემიგრაციისა და დიასპორის საკითხთა საინიციატივო ჯგუფის ხელმძღვანელის, ირაკლი ღლონტის განცხადებით უპასუხისმგებლო და ცინიკურია პროფ. კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის განცხადება და დისკრიმინაციულია ემიგრანტებისთვის პენსიის გაუქმების შესახებ მსჯელობა. საინიციატივო ჯგუფი განცხადებით მიმართავს მთავრობას და საპენსიო რეფორმაში ჩართვისკენ მოუწოდებს სახალხო დამცველს. ,,ჩვენთვის ნეგატიური სიურპრიზია საქართველოს პროფ. კავშირების გაერთიანების თავმჯდომარის, ბატონი ირაკლი პეტრიაშვილის განცხადება, რომლითაც ის ჩვენი ემიგრანტების პენსიით უზრუნველყოფას უსამართლოდ მიიჩნევს. მიგვაჩნია, რომ სახეზე გვაქვს დაუფიქრებელი, დილეტანტური, უპასუხისმგებლო და ცინიკური დამოკიდებულება 1 700 000 -ზე მეტი ემიგრანტის და მათი ოჯახების მიმართ. გვსურს ირაკლი პეტრიაშვილს და მის ნებისმიერ თანამოაზრეს შევახსენოთ, რომ ჩვენი, საზღვარგარეთ მყოფი შრომითი მიგრანტების კისერზე დგას მილიონზე მეტი ქართული ოჯახი და რომ არა მათი რუტინული და რისკებით სავსე შრომის შედეგად ათწლეულების მანძილზე განხორციელებული ფულადი გზავნილები, ჩვენს ქვეყანაში არსებითად მაღალი იქნებოდა სიღარიბის დონე, მათ შორის შიმშილით და ავადმყოფობით სიკვდილიანობის ისედაც კატასტროფული მაჩვენებელი. გვსურს საჯაროდ მივმართოთ საქართველოს მთავრობას და ყველა უფლებამოსილ ინსტიტუციას, საპენსიო რეფორმის ფარგლებში გათვალისწინებულ იქნას ჩვენი ემიგრანტების როლი ქართული სახელმწიფოს და ეკონომიკის მიმართ და არ დაუშვან პროფკავშირების თავმჯდომარის ინიციატივის მსგავსი უპასუხისმგებლო და ცინიკური მოსაზრებების აღსრულება. აქვე გვსურს, თხოვნით მივმართოთ სახალხო დამცველს, რეფორმის საწყის ეტაპზევე მოხდეს ომბუდსმენის აპარატის მაღალი ჩართულობა, რათა თავიდან იქნას აცილებული საქართველოს მოქალაქეების მიმართ სახელმწიფოს მხრიდან დისკრიმინაციის განხორციელების პოტენციური რისკი. ვწუხვართ, რომ ჩვენს საზოგადოებაში არსებობენ სუბიექტები, რომლებიც ვერ აცნობიერებენ თუ რამდენად მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ემიგრანტები ქართული სახელმწიფოს და ჩვენი ოჯახების მიმართ და სხვადასხვა ფორმით გამოხატავენ უპატივცემულობას.’’ – ნათქვამია ღლონტის განცხადებაში.

წყარო



საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება აკრძალულია. ლიცენზირებისათვის მოგვწერეთ ელფოსტაზე: contact.statia.ge@gmail.com
loading...
loading...