„ეს იყო მშვენიერი პოლიტიკური ტრიუკი ხელისუფლების მხრიდან, რომელიც შაპიტოს შემოქმედებითმა ჯგუფმა უბადლოდ შეასრულა!“

2018-05-16 14:14 ნანახია: 119-ჯერ

„ეს იყო მშვენიერი პოლიტიკური ტრიუკი ხელისუფლების მხრიდან, რომელიც შაპიტოს შემოქმედებითმა ჯგუფმა უბადლოდ შეასრულა!“

„სოფო ვერძეული, ვახუშტი მენაბდე და სხვები, შეიძლება იყვნენ კარგი უფლებადამცველები, იურისტები, მაგრამ ვერ არიან პოლიტიკოსები, მით უმეტეს, ის მოჩეგევარო ჯამბაზი ბიჭუნა ვერ იქნება პოლიტიკოსი, სულ რომ ათჯერ დაიბადოს! პოლიტიკოსებთან მოლაპარაკებაზე ერთი პოლიტიკოსი მაინც უნდა წაიყვანო, თუ საერთოდ აზროვნებ! არ მგონია, ზურა ჯაფარიძის წინააღმდეგები ყოფილიყვნენ აქციის მინაწილეები, უფრო ორგანიზატორები იდებდით თავს აპოლიტიკურობაზე, ვიდრე რიგითი მონაწილეები.

როცა გაქვს პოლიტიკური მოთხოვნები, როცა აქციაზე, თავად აქციის მონაწილეების მხრიდან ჟღერდება სოციალური პრობლემები, განათლების პრობლემები, ადამიანის უფლებების და სხვა ყოფითი პრობლემები, ორგანიზატორი კი გამოდის და ქმნის ფონს, რომ პოლიტიკოსი და პოლიტიკა "ხიხიაა", როცა ადამიანი თავისი არსით, პოლიტიკური ცხოველია, სულ ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, აქ ლეგიტიმური ეჭვები ჩნდება, ვინ ხართ თქვენ სინამდვილეში?

ახლა რაც შეეხება "ქართულ მარშს" და რაღაც ბუნდოვან "იბერიულ და ქართულ გაერთიანებებს", სპეციალურად შექმნილ დესტრუქციულ ჯგუფს, რომელსაც მე უწიგნურთა ლიგას ვუწოდებ, დიმიტრი ლორთქიფანიძის, კორკოტას და ბრეგაძის თამადობით, რატომღაც მაშინ "ფხიზლდებიან", როცა საზოგადოება რეალურ პრობლემებზე და მთავრობის გადადგომაზე იწყებს საუბარს. რა სიმბოლურია, არა? გუშინ, როცა ხალხმა წინააღმდეგობა გაუწია მინისტრს, კორკოტები კორდონს მიაწვნენ, "ქართველი ქართველს რომ დაუპირისპირდა", ხელისუფლება მათ შორის ჩადგა, გულისამაჩუყებლია <3

და სპეც.რაზმი თუ 100 კაცს ვერ უმკლავდება წყლის ჭავლის გარეშე, კარგად გვქონია საქმე! აბსურდის თეატრი!

ერთი-ორი სიტყვით რომ გითხრათ, ეს იყო მშვენიერი პოლიტიკური ტრიუკი ხელისუფლების მხრიდან, რომელიც შაპიტოს შემოქმედებითმა ჯგუფმა უბადლოდ შეასრულა!“

ანიეტა კანდელაკი



საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება აკრძალულია. ლიცენზირებისათვის მოგვწერეთ ელფოსტაზე: contact.statia.ge@gmail.com
loading...
loading...