2018-05-25 14:32 ნანახია: 177-ჯერ

ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ ყოფილი თავდაცვის მინისტი მალიზიური MH17-ის ჩამოგდებაში მონაწილეობდა

საგამომძიებლო ჯგუ Bellingcat-ის მონაცმებით, 53-ე საზენიტო სარაკეტო ბრიგადის „ბუკის“ უკრაინის ტერიტორიაზე გადასროლაში ე.წ. „სამხრეთ ოსეთის“ ყოფილი თავდაცვის მინისტრი ოლეგ ვლადიმერის ძე ივანენკო იღებდა მონაწილეობას. იგი რუსეთის მთავარი დაზვერვითი სამმართველოს ოფიცერია და ასევე ცნობილია როგორც ანდრეი ივანოვიჩი და "ორიონი".

2014 წლის 14 ივნისს, ე.წ. „ლუგანსკის სახალხო რესლუბლიკის“ თავდაცვის მინისტრი ანდრეი ივანოვიჩთან სატელეფონო საუბარში წუწუნებდა, რომ რომ უკრაინის თვითმფრინავები სეპარატისტების პოზიციებს ბომბავდნენ , ხოლო „ორიონი“ მას შემდეგი სიტყვებით  ამშვიდებდა:  „სულ რამდენიმე დღე დარჩა, ახლა უკვე გვაქვს ბუკები და ყველას ჩამოვყრით“.

2014 წლის 17 ივლისს, Boeing-777, რომელიც MH17 რეისს ამსტერდამიდან კუალა-ლუმპურის მიმართულებით ასრულებდა, ბუკის რაკეტით დონეცკის ოლქში ჩამოაგდეს. ბოტზე მყოფი 298 ადამიანიდან ყველა დაიღუპა. 



საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება აკრძალულია. ლიცენზირებისათვის მოგვწერეთ ელფოსტაზე: contact.statia.ge@gmail.com
loading...
loading...