2018-05-25 12:27 ნანახია: 306-ჯერ

“საქართველოზე გამავალ დერეფანში ნავთობპროდუქტების გადაზიდვა 40 პროცენტით ძვირია“

ნავთობპროდუქტების გადაზიდვაზე საქართველოში არსებული ჯამური ტარიფი 40% აღემატება მეზობელი ქვეყნების ტარიფებს, – ამის შესახებ “სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის“ მიერ მომზადებულ კვლევაში წერია.

“სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრმა” საქართველოზე გამავალ დერეფანში არსებული ფასები რეგიონში არსებულ რამდენიმე ალტერნატიულ დერეფანს შეადარა.

კერძოდ, შეირჩა ყაზახეთის ტერიტორიაზე განთავსებული აკჟაკაის ნავთობგადამამუშავებელი ქარხანა, საიდანაც ყველაზე ინტენსიურად ხორციელდება ნავთოპროდუქტების გადაზიდვები, შავი და ბალტიის ზღვების ნავსადგურების მიმართულებით, ალტერნატიული მარშრუტებით.

შედარებისთვის, აკჟაკაი – სანტკტ პეტერბურგის მიმართულებით – ერთი ტონა მაზუთის გადაზიდვის ტარიფი 67 აშშ დოლარს შეადგენს, აკჟაკაი – ბათუმის მიმართულებით ( კურიკი – ბაქოს ბორნის გამოყენებით) – 83 აშშ დოლარს, ტამანის მიმართულებით – 64 აშშ დოლარს, ნოვოროსიისკის – 52 აშშ დოლარს, ხოლო აკჟაკაი – კავკაზის – 50 აშშ დოლარს.

„განხილული ექვსი ალტერნატიული მარშრუტიდან საქართველოს დერეფანი ყველაზე დაბალი მიმზიდველობით გამოირჩევა, რადგან მისი ჯამური ტარიფი 40% აღემატება რუსეთის, კერძოდ ნოვოროსიისკის და კავკაზის პორტების ტარიფებს”,- ნათქვამია კვლევაში.