ნაციონალური მოძრაობა 2.5 მილიარდ ლარიანი ფონდის შექმნას აპირებს

2018-05-29 17:41 ნანახია: 185-ჯერ

ნაციონალური მოძრაობა 2.5 მილიარდ ლარიანი ფონდის შექმნას აპირებს

ნაციონალური მოძრაობა სახელმწიფო ფონდის შექმნას აანონსებს

ფონდის კაპიტალი ორ მილიარდ ნახევარი ლარი იქნება და თანხა ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ დაზარალებულებისთვის კომპენსაციის გადახდას მოხმარდება. ოპოზიციური პარტია ბანკებით დაზარალებულების ან სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნილების რეგისტრაციას დაიწყებს და კომპენსაციის ოდენობა კონკრეტული საქმეების მიხედვით განისაზღვრება.

,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ პოლიტიკური საბჭოს თავმჯდომარის ნიკა მელიას განცხადებით, გამოცხადდება 2 წლიანი მორატორიუმი  ყველა უსამართლო საბანკო თუ მიკროსაფინანსო ორგანიზაციების ვალების გადახდაზე და ვალი გადაანგარიშდება მიხეილ სააკაშვილის პრეზიდენტობისას არსებული სავალუტო კურსით(1 ლარი და 65 თეთრი, 1-აშშ დოლარით)



საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება აკრძალულია. ლიცენზირებისათვის მოგვწერეთ ელფოსტაზე: contact.statia.ge@gmail.com
loading...
loading...