2018-05-31 16:46 ნანახია: 232-ჯერ

დეკანოზი: “გაიღვიძე პროკურატურავ, ჰოლივუდის მაფიოზურ ფილმებში არა ხართ, 21-ე საუკუნეა“

დეკანოზი ლომიძე სოციალურ ქსელში ხორავას საქმეზე სასამართლოს გადაწყვეტილებას ეხმაურება:

"მოკლედ, მაფიოზურ სახელმწიფოდ ჩამოვყალიბდით. ვიღაცეებს ჰგონიათ, რომ შეიძლება ფაქტები და ნივთმტკიცებულებები უბრალოდ გაანადგურო, მოწმეები გააჩუმო, დანაშაულის თვითმხილველები მოისყიდო, დააშინო, საქმე შეკერო, ჩაფარცხო, მსხვერპლს შეურაცხყოფა მიაყენო და ბოლოს სასამართლოს ათქმევინო, კი, მოკლეს ჯგუფურად, მაგრამ მკვლელი უცნობიაო. გაიღვიძე პროკურატურავ, ჰოლივუდის მაფიოზურ ფილმებში არა ხართ, 21-ე საუკუნეა, სრული და ღია ინფორაციის ეპოქაა და ვერავის ვერაფერს დაუმალავთ", – წერს გერმანიაში მოღვაწე დეკანოზი ლომიძე.



საიტზე გამოქვეყნებული ნებისმიერი პუბლიკაცია წარმოადგენს ინტერნეტ-პორტალის საკუთრებას და მისი მთლიანად ან ნაწილობრივ კომერციული თუ არაკომერციული მიზნებით არალიცენზირებული კოპირება აკრძალულია. ლიცენზირებისათვის მოგვწერეთ ელფოსტაზე: contact.statia.ge@gmail.com
loading...
loading...