2018-08-21 12:30 ნანახია: 197-ჯერ

ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი იზრდება

იანვარ-ივლისში საქართველომ ტურიზმიდან 1,7 მლრდ დოლარის შემოსავალი მიიღო. 

აქედან ყველაზე მეტი - 431 მლნ დოლარის შემოსავალი დაფიქსირდა ივლისში, რაც 13.7%-ით აღემატება წინა წლის ანალოგიურ პერიოდს.

 ყველაზე მეტად ტურიზმიდან მიღებული შემოსავალი მარტში გაიზარდა და ზრდამ 28.9% შეადგინა.

იანვარი-ივლისის თვის მონაცემებით საქართველოში საერთაშორისო მოგზაურთა 4,600,988 ვიზიტი შედგა, ზრდა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +12.9%-ია. საერთაშორისო ვიზიტების რაოდენობამ 3,843,036  შეადგინა, ზრდა+15.1%-ია. ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 2,498,751 შეადგინა, რაც 433,624-ით მეტია 2017 წლის იანვარი-ივლისის მაჩვენებელზე (ზრდა +21%) ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი აზერბაიჯანიდან (+10.4%), რუსეთიდან (+24.1%) თურქეთიდან (+20.4%) და სომხეთიდან (+2.1%) შედგა.