2018-08-21 17:09 ნანახია: 270-ჯერ

ქართველები თურქეთს ტოვებენ

თურქული ლირას ამერიკულ დოლართან მიმართებაში გაუფასურებამ ქართველებს პრობლემები შეუქმნა. თურქეთში სამუშაოდ ჩასულ ქართველებს დამქირავებლებმა ანაზღაურება შეუმცირეს.

"ინფო რუსთავის" ცნობით, საქართველოს მოქალაქეები, რომლებმაც ხელფასი ვერ აიღეს, იძულებულნი გახდნენ მიეტოვებინათ თურქეთში არსებული სამსახურები და სამუშაოდ საბერძნეთსა და იტალიაში წასულიყვნენ ან უკან საქართველოში დაბრუნებულიყვნენ.

საქართველოს მოქალაქეების დიდი ნაწილი ანაზღაურებას დოლარში იღებდნენ, ლირის გაუფასურებამ და დოლარის კურსის აწევამ კი დამსაქმებელსაც პრობლემა შეუქმნა და ისინი შეპირებულ თანხებს ვეღარ გასცემენ. ამ მიზეზით ბოლო დროს სარფის საბაჟო ბევრმა ქარველმა გადმოკვეთა.