2018-09-01 17:31 ნანახია: 196-ჯერ

გიორგი ცუცქირიძე: „ბლოკჩეინი არსებითად შეცვლის ეკოსისტემას და საბანკო სისტემის მომავალსაც“

მიხეილ სააკშვილის ვიდეო მიმართვაზე, ციფრული ტექნოლოგიების მომავალზე, ბლოკჩეინ და კრიპტო ტექნოლოგიების ზეგავლენაზე ეკონომიკაზე და საფინანსო სექტორზე, ბანკების მომავალზე გთავაზობთ „ბანკები და ფინანსების“ ინტერვიუს წამყვან საბანკო და საფინანსო ექსპერტთან პროფესორ გიორგი ცუცქირიძესთან .

-საქართველოს მესამე პრეზიდენტმა, რომელიც ბლოკჩეინ კომპანია  Финолог-ის, დესპანი გახდა,ერთ-ერთ ბოლო ვიდეო მიმართვაში ამ კომპანიის ბლოკჩეინ ტექნოლოგიების რეკლამირების განაცხადა, რომ ჩვენ უნდა მოვიშოროთ მოძველებული საბანკო სისტემა,და შესაბამისად  ბანკები, რომლებიც ეკონომიკას „ამუხრუჭებენ“?.

გიორგი ცუცქირიძე: ბლოკჩეინ ტექნოლოგიები არის მეოთხე ინდუსტრიული რევოლუციის არქიტექტურის მნიშვნელოვანი ნაწილი, მაგრამ არა ერთადერთი რაზეც ხშირად კეთდება აქცენტები. ზოგადად ციფრული ერის დადგომა, რომლის ნაწილიც არის ბლოკჩეინ პლათფორმა და კრიპტოტექნოლოგიები უკვე უახლოეს ათწლეულში მნიშვნელოვნად შეცვლის ფინანსური მომსახურების ეკოსისტემას და აბანკოსექტორის მომავლსაც. ბლოკჩეინ ტექნოლოგების გამოყენების მომსახურების ზრდა გვიჩვენებს, რომ ეს ტენდენცია მომავალში კიდევ უფრო გაძლიერდება. კომფორტულობა, მომსახურების სიჩქარე და უსაფრთხოება, სტანდარტულად ითხოვენ კლიენტ-ბანკის ურთიერთობის სწრაფად შეცვლას. ციფრულ მომსახურებაზე გადასვლა და მობილური აპლიკაციების შეთავაზება, კლიენტებს უადვილებს სმარტფონ გადახდებს. იგი არის სერიოზული გამოწვევა საბანკო და სადაზღვევო სექტორისათვის, რაც მომავალში პრაქტიკულად ჩაანაცვლებს საშუამავლო ოპერაციების დღეს მოქმედ მოდელებს. შესაბამისად, მომავალში საბანკო სექტორი იძულებული გახდება თავადაც გადაერთოს ციფრულ ეკოსისტემაზე და ფინტეჩ სტარტ აპების ფართო დანერგვაზე, ბლოკჩეინ ტექნოლოგიების სწრაფი დანერგვის გამო, მაგრამ გაუგებარია, თუ ერთი ხელის მოსმით, თუ როგორ ან რატომ უნდა მოვიშოროთ მოძველებული საბანკო სისტემა, როგორც ეს მან აღნიშნა ან თუნდაც წამყვანი რუსული ბლოჩეინ კომპანიის დესპანობა რამდენად არის საამაყო. ევროპაში ან თუნდაც საქართველოში ამ ტიპის კომპანიები რომ არ იყოს კიდევ გასაგები იქნებოდა. მსოფლიოს წამყვანი ბლოკჩეინ კომპანიების დიდინაწილი ამერიკაშია-Intellectsoft, Leeway Hertz , Openxcell Technolabs, ევროპიდან უნდა გამოიყოს პორტუგალიური FLASHMONI , ისლანდიური კომპანია – DIW , ნორვეგიული გიგანტი Blockchangers, ბრიტანული Blockchain, ყველაფერს თავი რო დავანებოთ ბელარუსული VironIT სულაც წამყვანი კომპანიების ხუთეულში შედის.

ბლოკჩეინი გამოგონებული იყო სატოში ნაკამოტოს მიერ 2008 წელს, იგი წარმოადგენს  ბლოკების ჯაჭვს, სადაც არის ჩანაწერების მზარდი სია, რომლებიც უკავშირდება ერთმანეთს  კრიპტოგრაფიის გამოყენებით. ბლოკჩონების გამოყენების მარკეტინგს “გველი ზეთიც” კი ეწოდა.

თითოეული ბლოკი შეიცავს წინა ბლოკის კრიპტოგრაფიულ hash, დროის ნიშნულს და გარიგების მონაცემებს (ზოგადად წარმოდგენილია merkle tree root hash). დიზაინის მიხედვით, ბლოკჩეინი მდგრადია მონაცემების მოდიფიცირებაზე. ეს არის “ღია, განაწილებული ჩანაერთა ერთობლიობა, რომელსაც შეუძლია ჩაატაროს ტრანზაქცია ორ მხარეს შორის ეფექტურად და გადამოწმებულ და მუდმივ რეჟიმში. დისტრიბუტირებული ლეჯერით სარგებლობისთვის, ერთობლივად აკმაყოფილებს ურთიერთკავშირის კომუნიკაციის პროტოკოლს და ახალ ბლოკებს. რაც მთავარია ერთხელ ჩაწერილი მონაცემების ნებისმიერი ბლოკი არ შეიძლება შეიცვალოს წინა ჩანაწერით, ყველა შემდგომი ბლოკის შეცვლის გარეშე, რომელიც საჭიროებს ქსელის უმრავლესობის კონსენსუსს და უზრუნველყოფს როგორც გამჭვირვალობას, ასევე კიბერ უსაფრთხოებასაც.

რადგან ბლოკჩეინ ტექნოლოგიებზე გვაქვს საუბარი, ისე არ უნდა გავიგოთ თითქოს ამ მხრივ საქართველოში არანაირი მოძრაობა და სრული ყამირი იყოს. პირიქით, საქართველოში არსებული ბიზნეს გარემო, რომელიც ამარტივებს ბიზნეს საქმიანობას, უკვე უხლოეს მომავალში ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი ძვრების წინაპირობებს იძლევა. მაგალითისათვის შემიძლია მოვიყვანო კომპანია LUNA Group, რომელიც გასულ წელს დაფუძნდა და უკვე ამ უმოკლეს დროში შექმნა პირველი ქართული კრიპტოვალუტა AISI coin. ეს არის პირველი ქართული კომპანია, რომელიც აკავშირებს ქართულ სავალუტო და კაპიტალის ბაზარს და საერთაშორისო კრიპტო-ინვესტიციებს. კომპანიის საინვესტიციო პლატფორმა, რომელიც ბაზირებულია ბლოკჩეინ პლათფორმაზე AISI coin-ის მფლობელებს საშუალებას აძლევს განახორციელონ ინვესტიცია სტარტაპებსა და მოქმედ ბიზნესებში, რომლებსაც ზრდისა და განვითარებისთვის ესაჭიროებათ ფინანსური მხარდაჭერა. ეს ორი კომპონენტი ქმნის კრიპტოვალუტისა და ეკონომიკური წარმოების სინთეზს.

აქვე მსურს ავღნიშნო, რომ ბაზარზე წარმოდგენილი კრიპტოვალუტების უმრავლესობა ძირითადად ორიენტირებულია ორ მაჩვენებელზე: ტექნოლოგიური ინოვაცია და მოკლევადიანი (ერთჯერადი) ფინანსური აქტივობა. ქართული კომპანია  გაცილებით ფართო ფორმატს გვთავაზობს. უკვე მიმდინარე წლის მეორე ნახევარში  აპირებს როგორც AISI – ს კრიპტო-ბირჟებზე განთავსებას, ასევე საკუთარი ბლოკჩეინის ინფრასტრუქტურის და AISI desktop საფულის შექმნას, საინვესტიციო პლატფორმის გაშვებასთან ერთად, ხოლო მომავალი წლის დასაწყისში სმარტ კონტრაქტების დანერგვასთან ერთად ITO პლატფორმის გლობალურ გაშვებას უზრუნველყოფს.

კომპანია უკვე დღეს სთავაზობს მცირე და  საშუალო ბიზნეს კომპანიებს და ფიზიკურ პირებს მეტად საინტერესო საინვესტიციო პლათფორმას, მოახდინონ თავიანთი იდეების და ბიზნესის დაფინანსება. თუ ნახსენები რუსული კომპანია ბლოკჩეინ სერვისებს Ethereum-ის ბაზაზე დაფუძნებული პლათფორმის ფარგლებში ახორციელებს, AISI ტრანზაქციების ისტორიის შესანახად, იყენებს WAVES-ის ბლოკჩეინსა და მის პროტოკოლს, მიზნად ისახავს საკუთარი ბლოკჩეინის შექმნასაც.

– რამდენად იძლევა ბლოკჩეინი შესაძლებლობას  მოხდეს ბანკების  ჩანაცვლება, ისეთი სისტემით, რაც ბანკის მომსახურებაზე ბევრად იაფია და თანაც, ბანკთან შედარებით, უფრო სანდოა.?

გიორგი ცუცქირიძე: ციფრული ტექნოლოგიების გადანაწილებამ მსოფლიოში ბევრი ტრადიციული მომსახურების ბანკი უკვე ინტერნეტ ბანკინგიდან, კავშირგაბმულობის ტექნოლოგიების სწრაფი განვითარების შედეგად, გადაიყვანა მობილური აპლიკაციების და სმარტფონ პროდუქტების ფართო დანეგვის პლათფორმაზე. ეს პროცესი ჩვენთანაც დაწყებულია, თუმცა საქართველოს საბანკო სისტემა ჯერ მაინც ჩამორჩება გლობალურ ტენდენციებს ინოვაციური ფინ ტეჩ სტარტ აპების დანერგვის თვალსაზრისით.

მიმაჩნია, რომ ციფრული ეკონომიკის ახალი ერის დადგომა, იქნება საბანკო და საფინანსო ინდუსტრიის მთავარი გამოწვევა უახლოეს ათწლეულში. ახალი ინოვაციური ტექნოლოგიების დანერგვა ბანკებს საშუალებას მისცემს, შეამცირონ მომავალში საოპერაციო ხარჯები და შეცვლის თავად ფილიალების დიზაინიც. ეს ყველაფერი, თავის მხრივ, გამოიწვევს ტრადიციული საბანკო ფინანსური პროდუქტების ადაპტირებას ციფრულ ეპოქაში და განაწილებული იქნება სმარტფონებისა და ინტერნეტის საშუალებით. მომავალში საბანკო დაწესებულებების მიერ საინოვაციო ტექნოლოგიების ფართო დანერგვა, და გაზრდილი კონკურენცია ბლოკჩეინ კომპანიებთან მნიშვნელოვნად  შეამცირებს რა ხარჯებს, დაწევს საპროცენტო განაკვეთებსაც, რადგან ინოვაციურ ტექნოლოგიებს ყველაზე მაღალი შრომის ნაყოფიერება ახასიათებს.

ბლოკჩეინ  საქმიანობის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ელემენტია სმარტ ანუ ჭკვიანი კონტრაქტები. სმარტ კონტრაქტები მომხმარებელს საშუალებას აძლევს, ფულის, აქციების, ქონებისა ან ნებისმიერი ღირებულების  უსაფრთხო, კონფლიქტურ რეჟიმში საშუამავლო მომსახურების გარეშე. ტრადიციული კონტრაქტის მსგავსად, სმარტ ხელშეკრულება განსაზღვრავს შეთანხმების გარშემო წესებსა და ჯარიმებს. თუმცა, მისი გამოყენების მიმზიდველობა ის არის, რომ ჭკვიანი ხელშეკრულება ავტომატურად ასრულებს ამ ვალდებულებებს და შესაბამისად, მისი დანახარჯები გაცილებით მცირეა. მაგალითისათვის თუ ტრადიციული კონტრაქტის გაფორმებას, ხშირად 1დან 3 დღემდე სჭირდება, სმარტ კონტრაქტის გაფორმებას რამოდენიმე წუთი სჭირდება და საჭიროებს არა ფიზიკურ(ადგილზე დადასტურებას), არამედ ციფრულ ხელმოწერას. გარდა ამისა, ტრადიციული საბანკო კონტრაქტებისას ესქრო ანუ საშუამავლო მომსახურება აუცილებელია, სმარტ ფონ კონტრაქტების დადებისას მისი საჭიროება არ დგას და ა.შ. სმარტ კონტრაქტების გამჭვირვალობის წყალობით, მყიდველებს შეუძლიათ ადვილად შეამოწმონ სავაჭრო ობიექტები და მიმოხილვები. ეს მნიშვნელოვნად ამცირებს თაღლითობის რისკს და მომხმარებელს საშუალებას აძლევს აირჩიოს საუკეთესო პროდუქცია.

ბლოკჩეინის ეპოქა აძლევს  კომპანიებსა და ფიზიკურ პირებს უფრო სანდო, მოქნილი და ინკლუზიური სივრცის შექმნის შესაძლებლობას, რომელიც ყველას შეუძლია ისარგებლოს. მიუხედავად იმისა, რომ ჯერ კიდევ ბევრია პასუხგაუცემელი შეკითხვები ამ რევოლუციური ტექნოლოგიაზე, მაგრამ უკვე ნათელია, რომ მომავალ საბანკო და საფინანსო სისტემაზე ციფრული სამყაროს, გავლენა ზოგადად, იქნება დიდი.

დღეს სულ უფრო იზრდება პირდაპირი ანუ ორმხრივი გადახდების სერვისები(P2P,peer-to-peer), ისეთი  მაღალტექნოლოგიური კომპანიების მიერ დანერილი ინოვაციური სტარტ აპების გამოყენებით, როგორებიცაა მაგალითად ამ სფეროს ერთ-ერთი ლიდერი კომპანია Lending Club. ინოვაციური საგადამხდელო ტექნოლოგიები(Apple Pay, Square და ა.შ.) უკვე დღეს ქმნის საბანკო ტრანსაქციების თავისებურ ალტერნატივებს, თუმცა შედარებით შეზღუდულ დონეზე.

აშშ-ში Juniper Research -ის მიერ ჩატარებულმა საკასო ოპერაციების კვლევამ აჩვენა, რომ მომხმარებელტა 45 % უპირატესობას ანიჭებს ციფრულ გადახდებს, ნაღდ ანგარიშწორებას. ამასთან, პოს-ტერმინალებით განხორიელებული გლობალური ტრანსაქციების ნახევარზე მეტი(53%) იქნება პრაქტიკულად უკონტაქტო მომავალ 5 წელიწადში,  რაც  3.5 ჯერ მეტია დღეს არსებულ 15 % შედარებით, რაც მნიშვნელოვნად შეცვლის საგადამხდელო ეკოსისტემას.

ფინანსური მომსახურების სივრცეში ახალი მოთამაშეების მასიური შემოდინება ოთხ ძირითად სეგმენტში მოხდება: ადმინისტრირება, გადასახადები, დაკრედიტება და პირადი ფინანსები. ყურადღება ამ სეგმენტებზეა ფოკუსირებული, რადგან ის სფეროებია, სადაც ციფრული ტექნოლოგიების ფართო დანერგვა ხარჯების მნიშვნელოვნად შემცირებას გამოიწვევს, და შესაბამისად, იგი უფრო გამჭვირვალე და უსაფრთხო გახდება. როგორც ავღნიშნე, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ელემენტი  ბლოკჩეინ ბანკინგის არის სმარტ კონტრაქტები. სმარტ კონტრაქტები საშუალებას აძლევს მომხმარებელს განახორციელონ სავალუტო ოპერაციები, აწარმოონ ოპერაციები ფასიანი ქაღალდებით ან უძრავი ქონებით, მინიმალური საკომისიო მომსახურებით. ტრადიციული საბანკო კონტრაქტების მსგავსად, სმარტ კონტრაქტებიც განსაზღვრავს მხარეთა ვალდებულებებს და ჯარიმებს შეუსრულებელი ვალდებულებების დროს, ოღონდ ტრადიციული კონტრაქტისაგან განსხვავებით საკონტრაქტო მომსახურების დაბალი დანხარჯები აქვს. სმარტ კონტრაქტების გამჭვირვალობის წყალობით, მყიდველებს შეუძლიათ რა ადვილად შეამოწმონ შესაძენი პროდუქციის ხარისხი, ასევე შეძენილი ნივთის იდენტურობა მიღების შემდეგ. ეს მნიშვნელოვნად ამცირებს თაღლითობის რისკს და მომხმარებელს საშუალებას აძლევს აირჩიოს საუკეთესო პროდუქცია.

ამ სფეროს ბევრი წამყვანი ექსპერტი თვლის, რომ ახალი ინოვაციური სტარტ აპები სტიმულირებას მისცემენ ტრადიციულ საბანკო ინსტიტუტებს მოახდინონ არსებული ბიზნეს მოდელების მოდერნიზაცია ციფრულ პლათფორმაზე. აქტიურად განიხილება ციფრული აკრედიტივების და სმარტ კონტრაქტების გადასვლა ბლოკჩეინ პლათფორმაზე, რაც ხარჯებს 20 %-ით შეამცირებს, ხოლო ოპერაციის ვადას 18 დან 8 დღემდე დაიყვანს.

ელექტრონული დოკუმენტები და ბლოკჩეინის  წყალობით, აკრედიტივი  შეიძლება გახდეს მასობრივი პროდუქტი, მარტივი და იაფი, როგორც გადახდის, ასევე დარჩენილი ვალდებულებების საიმედო უზრუნველყოფის თვალსაზრისით. თუმცა მომავალში არც წმინდა ბლოკჩეინ ბანკების დაფუძნებაა გამორიცხული, რომელიც საშუამავლო მომსახურების გვერდის ავლით B2B(business to business) და B2C(business to Consumer) მოდელებზე იქნება აგებული. ბლოკჩეინი წარმოადგენს მაღალ ტექნოლოგიურ პროდუქტს, და ქმნის, დისტანციური ანგარიშსწორების ქსელურ დისტრიბუციას აგებულს P2P პრინციპზე.  ეს მიდგომა არის გაცილებით სწრაფი, ეფექტური და ნაკლებად ექვემდებარება შეცდომებს, ვიდრე ტრადიციული საკლირინგო ბანკები. გარდა ამისა, აქვს რა ბლოკური ხასიათი ანუ დეცენტრალიზირებული ბუნება, გაცილებით უსაფრთხოა კიბერუსაფრთხოების თვალსაზრისითაც.

აქედან გამომდინარე, დღეს მთავარ პრობლემად და ამავდროულად მთავარ გამოწვევადაც ტრადიციული ფინანსური ინდუსტრიისათვის შეიძლება იქცეს კლიენტების მხრიდან გაზრდილი მოთხოვნა მომსახურების უნივერსალურ სერვისებზე. მათ სულ უფრო სჭირდებათ ისეთი სერვისები, რომლებიც დისტანციური და უკონტაქტო მომსახურების პლათფორმაზე იქნება აგებული, და კლიენტებს საშუალებას მისცემს მიიღონ ინფორმაცია  ერთი ფანჯრის პრინციპით, სმარტ ფონის მეშვეობით ნებისმიერ ადგილზე, იმისდა მიუხედავად ფიზიკურად თუ სად უნდა იმყოფებოდნენ. ეს ტენდენცია ბუნებრივია, ბანკებს და სადაზღვევო კომპანიებს აიძულებს აქცენტები მთლიანად კლიენტების მომსახურების მხარეს გააკეთონ, სხვა შემთხვვაში,მათ გაუჭირდებათ არსებული მრავალფილიალიანი ქსელებით გაყიდვების წარმოება. შესაბამისად, ქართულ ბანკებსაც მოუწევთ, არსებული საპროცენტო შემოსავლების მოდელიდან გადაერთონ საკონსულტაციო მომსახურების ციფრულ პლათფორმაზე. ეს ტენდენცია მომავალში ტრადიციული მომსახურების მქონე ბანკების და მისო-ების მნიშვნელოვან შემცირებას გამოიწვევს.

მსოფლიოს წამყვანი საბანკო დაწესებულებები სულ უფრო აქტიურად განიხილაავენ რობო ბანკინგის ტექნოლოგიების დანერგვასაც, რომელიც ხელოვნურ ინტელექტზე იქნება ბაზირებული და შეეძლება ერთდროულად იყოს თქვენი მრჩეველი, კონსულტანტი და დაგეხმაროთ ოპერაციების ისე დაგეგმაში, ტქვენი დროის დაკარგვის გარეშე. ამ ტიპის ტექნოლოგიები ე.წ. «robo-advisors» უკვე გამოიყენება მსოფლიოს წამყვანი იაპონური და ამერიკული ბანკების მიერ.

წამყვანი ბანკირები და საბანკო სფეროს ექსპერტები მიუთითებენრომ საბანკო დაწესებულებებისმხრიდან ინოვაციურ ტექოლოგიებში გაზრდილი ინვესტიციებიადასტურებენ ტრადიციული საბანკომომსხურების ცვლილებების დროის დადგომას.

დღეს საბანკო დაწესებულებების წინაშე დგას ამოცანა ითანამშრომლონ მაღალტექნოლოგიურ კომპანიებთან ან მოახდინონ მათთან ინტეგრაცია და საკუთარი ალტერნატიული ინოვაციური პროდუქტები დანერგონ. საბანკო მომსახურების პროცესში ტექნოლოგიური იგივე ფინტექ სტარტ აპების ჩართვა, ორმხრივ არის საინტერესო და სასარგებლო. ერთის მხრივ ამ ტიპის კომპანიებს ეძლევთ ექსკლუზივი განავითარონ თავიანთი ტექნოლოგიური ინიციატივები, ხოლო საბანკო დაწესებულებს – შექმნან ახალი ინტეგრირებული სერვისები, მომხმარებელზე მაქსიმალური ორიენტაციით.

ქართული კომერციული ბანკების მომავალი, დიდწილად სწორედ ამაზე იქნება დამოკიდებული, თუ რამდენად სწრაფად შეძლებენ ახალ ციფრულ დროში ორიენტირებას და გადაეწყობიან კლიენტების მომსახურების გაზრდილ, სწრაფ და უსაფრთხო საჭიროებებზე. ეს პროცესი ჩვენთანაც დაწყებულია, იცვლება ბანკების დიზაინის სტრუქტურაც და ტექნოლოგიური პლათფორმებიც, მათ შორის უკვე ინერგება „ღია ბანკინგი“, რომელიც ახდენს საბანკო მომსახურების პროცესში „Fintech” ტიპის ტექნოლოგიური კომპანიების ჩართულობას და კლიენტურისათვის მომსხურების ფართო არჩევანის შეთავაზებას. თუმცა ჩვენ კიდევ უფრო სწრაფი სვლა და ამ მიმართულებით მეტი ინვესტიციები გვჭირდება, რომ არ ჩამოვრჩებით საერთო მსოფლიო ტენდენციებს.

„ბანკების გაქრობა“ ცოტა გადამეტებული შეფასებაა და პოლიტიკურ დატვირთვას უფრო ატარებს. იგი გათვლილია იმ ადამანებზე  ვისაც პრობლემები აქვთ საკრედიტო დაწესებულებებთან, ძირითადად ვადაგადაცილებული სესხების სახით. დღეს ექსპერტები თვლიან, რომ რასაც ჩვენ ვაკვირდებით ეს არის არა ციფრული ბანკი, ან ბლოკჩეინ  ბანკი, არამედ ციფრული საბანკო მომსახურების გაფართოებული პლათფორმა. მრავალი წლის წინ შექმნილი ტრადიციული საბანკო პროდუქტები ადაპტირდებიან ციფრულ ტექნოლოგიებში და ვრცელდებიან ინტერნეტის და სმარტ ფონების საშუალებით. ეს დაახლოებით არის იგივე, როდესაც ოფსეტური ბეჭდვის ჟურნალ-გაზეთები გარდაიქმნენ ელექტრონულ მედიად.

დღეს მსოფლიოს წამყვანი ბანკები ცვლიან როგორც ფილიალების დიზაინს, ასევე ახდენენ მის ინტეგრირებას ფილიალის დიზაინის და ინოვაციური ცენტრის კონცეფციაში. მაგალითისათვის შეძლება მოვიყვანოთ Chase Bank, რომელიც იყენებს კონცეფციას ლაბორატორიაში განავითაროს ფილიალი და ATM ტექნოლოგიები, ისევე როგორც ახალი გზები მომხმარებელთან ურთიერთობის გასავითარებლად და კლიენტებთან ერთად ახალი მიდგომების გამოსაცდელად.

ცნობილი საბანკო ანალიტიკოსის და „როიალ ბენკ ოფ სკოტლანდის(Royal Bank of Scotland), დიზაინის და მომსახურების დირექტორის კევინ ჰენლის(Kevin Hanley), შფასებით „ბანკებს მოუწევთ მნიშვნელოვნად გაზარდონ მომსახურების ხარისხი და სიჩქარე, დანერგონ ინოვაციური მაღალტექნოლგიური პროდუქტები, რადგან თუ ბანკები ვერ შეძლებენ ამის გაკეთებას, ისინი რისკავენ დარჩენ იმ მსოფლოს ნაწილად, რომელმაც ჩვენ უკვე ჩაგვიარა“ და არ შეიძლება ამ თვალსაზრისს არ დაეთანხმო.