2018-09-04 09:44 ნანახია: 164-ჯერ

„საქსტატი“ - ბიზნეს სექტორში საშუალო თვიური ხელფასი 43,5 ლარით გაიზარდა

2018 წლის მე-2 კვარტალში საშუალო თვიური ხელფასი ბიზნეს სექტორში 1 150,4 ლარს გაუტოლდა, რაც გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით 43,5 ლარით მეტია. 

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში ქალების ხელფასმა - 872,8 ლარი (გასული წლის შესაბამისი პერიოდის მაჩვენებელთან შედარებით გაიზარდა 56,5 ლარით) შეადგინა. 


საწარმოთა ზომის მიხედვით კი „საქსტატის“ ცნობით, საშუალო თვიური ხელფასი შემდეგნაირია: მსხვილი ბიზნესი – 1 210,3 ლარი, საშუალო ბიზნესი – 1 303,2 ლარი, მცირე ბიზნესი – 996,3 ლარი.