2018-09-05 11:42 ნანახია: 193-ჯერ

აფეთქებისას დაშავებული მოზარდი გადარჩა, მას თავზე რთული ოპერაცია უტარდება

ფოთში აფეთქების დროს დაშავებულ 16 წლის მოზარდს თავზე ოპერაცია უტარდება. დაშავებული 16 წლის მოზარდი ფოთიდან ქუთაისის ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადაიყვანეს. როგორც მკურნალი ექიმი აღნიშნავს, მოზარდი საავადმყოფოში ქალა ტვინის დაზიანებებით შეიყვანეს და იგეგმება ნეიროქირურგიული ჩარევა. ექიმის განცახდებით, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.

ამ დილით გამთენიისას ნაბადის უბანში ძლიერი აფეთქების შედეგად ერთი მამაკაცი დაიღუპა, ორი კი დაშავდა. სხეულის დაზიანებები მიიღო ქუჩაში გამვლელმა 16 წლის მოზარდმაც.

სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა დაშავებულები სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით ფოთისა და ქუთაისის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.