2018-09-05 09:20 ნანახია: 2588-ჯერ

საწვავი 2,60 ლარამდე გაძვირდება

საწვავის ფასი რამდენიმე დღეში კვლავ მოიმატებს. მიზეზი მსოფლიო ბაზარზე ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ღირებულების ზრდაა. 

ბოლო მონაცემებით, 1 ბარელი ნავთობის ღირებულება 79 აშშ დოლარია, ხოლო ლარის კურსი 2,58-ს გადასცდა. 

სპეციალისტთა ნაწილი მიიჩნევს, რომ თუ ეს მოცემულობა შენარჩუნდება, საქართველოში ბრენდირებულ სადგურებზე საწვავი 2.60 ლარამდე გაძვირდება.