2018-09-05 12:59 ნანახია: 219-ჯერ

ყირიმში პანიკაა - ოკუპირებული რეგიონიდან მოსახლეობის მასობრივი ევაკუაცია დაიწყო

ჰაერში ტოქსიკური ქიმიური ნივთიერების აღმოჩენის გამო ოკუპირებული ყირიმის ტერიტორიიდან სასწავლო წლის დაწყებასთან ერთად ბავშვების მასობრივი ევაკუაცია დაიწყო.

დროებით ოკუპირებული ტერიტორიების საკითხებთან დაკავშირებით მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი იური გრიმჩაკი აცხადებს, რომ ქარხანა „ყირიმის ტიტანიდან" ჰაერში გავრცელებული ქიმიური ნივთიერებების კონცენტრაციის მაჩვენებელი ხერსონის რეგიონში მცხოვრები პირების ჯანმრთელობისთვის სახიფათო არ არის.

დაახლოებით 3 კვირის წინ ყირიმის მოსახლეობამ შეამჩნია, რომ მეტალის შემცველი მოწყობილობები უცნაური, წებოვანი ჟანგით იფარებოდა, ადგილობრივებს ჯანმრთელობასთანაც შეექმნათ პრობლემები, კერძოთ, ბევრ მათგანს გაუჭირდა სუნთქვა.

გრიმჩაკი აღნიშნავს, რომ ჯერჯერობით საგანგებო სიტუაციის გამოცხადება არ არის გადაწყვეტილი, მაგრამ, გამომდინარე იქიდან, რომ სასწავლო წლის დაწყებისას 1 სექტემბერს ძალიან ბევრმა მოსწავლემ გარეთ ყოფნისას თავი შეუძლოთ იგრძნო გადაწყდა, რომ ბავშვების ევაკუაცია დაწყებულიყო.

ოკუპირებული არმიანსკის ტერიტორიიდან ჰაერში გავრცელებული მომწამვლელი ნივთიერების გამო უკვე დაიწყო მოზარდების ევაკუაცია. თვითმხილველების თქმით, გასულ საღამოს ტერიტორიაზე შემოვიდა ძალიან ბევრი ავტობუსი და საპატრულო მანქანა. ადგილობრივების განცხადებით, ქალაქში არსებული მდგომარეობა ძალიან მძიმეა, ხალხი პანიკაშია.

თუმცა, ბავშვების ევაკუაციისას დამატებითი პრობლემა შეიქმნა - არმიანსკის მოსახლეობა სოციალური ქსელების მეშვეობით უკმაყოფილებას გამოთქვმს იმასთან დაკავშირებითაც, რომ ქალაქიდან, პირველ რიგში, მოზარდები და სკოლის მოსწავლეები გაჰყავთ და არა საბავშვო ბაღის აღსაზრდელები.

შეგახსენებთ, რომ ყირიმის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურატურამ ჯერ კიდევ 2017 წელს ოკუპირებულ ყირიმში არსებული ქარხანა „ტიტანის" წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე აღზრა, მათ ბრალად ედებათ ეკოლოგიური კანონმდებლობის დარღვევა.

უკრაინული გამოცემა „უნიანის" ცნობით, 23-24 ჩრდილოეთ ყირიმის ტერიტორიაზე ჰაერში გავრცელდა უცნობი ქიმიური ნივთიერება, დაზარალდნენ არმიანსკისა და პერეკოპის სოფლის მცხოვრებლები, რომელთა სახლში რკინის ნივთები წებოვანი ჟანგით დაიფარა. გარდა ამისა.

სოციალურ ქსელებში გავრცელდა ფოტო და ვიდეომასალა, სადაც ასახულია თუ რა მდგომარეობამდეა მისული წლევანდელი მოსავალი ჰაერში მომწამვლელი ნივთიერების გავრცელების გამო. მოსავალი, ფაქტობრივად, განადგურდა.

გამოცემა „უნიანის" ცნობით, გადაწყდა, რომ ოკუპანტები ქარხანის მუშაობას ორი კვირით შეაჩერებენ.