2018-09-05 11:31 ნანახია: 192-ჯერ

“ბოლოს და ბოლოს მოვკლათ ეს ასადი!“ - რა უთხრა დონალს ტრამპმა აშშ-ს თავდაცვის მდივანს

2017 წელს როცა  ბაშარ ასადის რეჟიმმა იდლიბის პროვინციაში ქიმიური იარაღი გამოიყენა, აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა აშშ-ს თავდაცვის მდივანს ჯეიმს მატისს ბაშარ ასადის ლიკვიდაცია მოსთხოვა, – ამის შესახებ ნათქვამია ამერიკელი ჟურნალისტის ბობ ვუდვორდის წიგნში „შიში“, რომლის ნაწყვეტს ამერიკული გაზეთი

"ვაშინგტონ პოსტი" აქვეყნებს.  ვუდვორდის წიგნი მოწმეების ინტერვიუებს ეყრდნობა.

წიგნში ვუდვორდი წერს, რომ დონალდ ტრამპმა აშშ-ს თავდაცვის მდივანს ჯეიმს მატისს დაურეკა და ყვირილით უთხრა: „ბოლოს და ბოლოს მოვკლათ ეს ასადი! მოდით შევუტიოთ! ყველანი მოვკლათ!“.

თავის მხრივ, ჯეიმს მატისმა დონალდ ტრამპს უპასუხა, რომ აშშ-ს პასუხი გააზრებული უნდა იყოს.