2018-09-05 17:18 ნანახია: 243-ჯერ

“თქვენ არ იცით რა ხდებოდა მეორე დღეს 51-ე სკოლაში“ – დირექტორის ყოფილი მოადგილე

51-ე სკოლის დირექტორის ყოფილი მოადგილე თინათინ ყენია აცხადებს, რომ გადადგომას ხორავას ქუჩაზე მომხდარი  მკვლელობის მეორე დღესვე აპირებდა, თუმცა სკოლაში დაპირისპირების გამო, ამის საშუალება არ მიეცა.

"თქვენ არ იცით რა ხდებოდა ამ კონფლიქტის მეორე დღეს სკოლაში. იყო დაპირისპირებული მხარეები. ის ბავშვები დღემდე ჩვენს სკოლაში არიან. ყველას უფლებები უნდა ყოფილიყო დაცული. იყო დავით სარალიძის კლასელებსა და ლევან დადუნაშვილის კლასელებს შორის დაძაბულობა და ამას გამოხატავდნენ. მოდიოდნენ მშობლები და მეუბნებოდნენ, რომ თქვენ უნდა იყოთ ამ სკოლაში და უნდა გააკეთოთ მაქსიმუმი ფსიქოლოგებთან ერთადო. 8 ფსიქოლოგი მუშაობდა სკოლაში", – განაცხადა ყენიამ.