2018-09-05 13:00 ნანახია: 605-ჯერ

“პანაკოტას სოუსი, სუში და ბანანის სმუსი“ - კალაძემ ერთ თვეში რესტორნისთვის 45 000 ლარი დახარჯა - ხაბეიშვილი

"ნაციონალური მოძრაობა" თბილისის მერს დედაქალაქის ბიუჯეტის არამიზნობრივ ხარჯვაში ადანაშაულებს. პანაკოტას სოუსი, სუში და ბანანის სმუსი - ლევან ხაბეიშვილის თქმით, ეს იმ მენიუს არასრული ჩამონათვალია, რომელშიც კალაძემ ივლისის თვეში მხოლოდ რესტორანში 45 000 ლარი გადაიხადა.

ამ ფონზე ოპონენტები თბილისის მერს სოციალურად დაუცველებისთვის გამოყოფილ მიზერულ შემწეობას ახსენებენ. "ნაციონალური მოძრაობა" ამ საკითხის საკრებულოს სხდომაზე დაყენებას გეგმავს და განმარტებებს დედაქალაქის მერისგან მოითხოვს.