2018-09-06 15:15 ნანახია: 163-ჯერ

ორსულმა ბავშვის მოსაკლავად მუცელში დანა 7-ჯერ ჩაირტყა

რუსეთში, ომსკის რაიონში მაცხოვრებელმა 17 წლის გოგონამ მუცელში დანით მრავლობითი ჭრილობა მიიყენა. მას 7 ჭრილობა ჰქონდა.

საავადმყოფოში მიყვანისას, გოგონამ ექიმებს განუცხადა, რომ დანაზე დაეცა, თუმცა ფაქტი სხვა რამეზე მეტყველებდა.

გამოცემის ცნობით, გოგონას, რომელიც დაახლოებით 26 კვირის ორსული იყო, თვითდაზიანება ჰქონდა მიყენებული მუცელში - სკოლის მოსწავლემ განზრახ დაიზიანა მუცელი რათა ორსულობა შეეწყვიტა.

თუმცა ექიმებმა როგორც გოგონას, ასევე ნაყოფის გადარჩენაც შეძლეს.