2018-11-02 13:22 ნანახია: 95-ჯერ

პატრიარქთან შეხვედრის შემდეგ მთავრობა კანაფის კონტროლის შესახებ კანონპროექტს პარლამენტიდან გაიწვევს

საქართველოს საპატრიარქოში შეხვედრის შემდეგ მთავრობამ გადაწყვეტილება მიიღო და კანაფის კონტროლის შესახებ კანონპროექტს პარლამენტიდან გამოიწვევს. ამის შესახებ ჟურნალისტებს პატრიარქთან შეხვედრის ერთ-ერთმა მონაწილემ, შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი გახარიამ განუცხადა.

საქართველოს პატრიარქს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე და გიორგი გახარია კანაფის კონტროლის შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით ერთი საათის განმავლობაში ხვდებოდნენ.

შეგახსენებთ, რომ მთავრობის მიერ მომზადებულ კანონპროექტს, რომელიც კანაფის კულტივაცია/ექსპორტს ეხება, სასულიერო პირები აპროტესტებენ. კანონპროექტის განხილვა საკანონმდებლო ორგანოში დროებით შეჩერებული იყო. ორი დღის წინ კი საპარლამენტო უმრავლესობის ნაწილმა, ჯანდაცვის კომიტეტის წევრებმა მთავრობისგან კანონპროექტის უკან გაწვევა მოითხოვეს