2018-11-02 11:28 ნანახია: 87-ჯერ

ჩასარიცხი აპარატის ქურდობის ბრალდებით, ბაღდათში 4 პირი დააკავეს

სამართალდამცველებმა ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ბრალდებით, ბაღდათში 4 პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, გამოძიებამ დაადგინა, რომ  1997 წელს დაბადებულმა გ.ა-მ., 1997 წელს დაბადებულმა ო.ბ-მ., 1998 წელს დაბადებულმა თ.დ-მ და 1997 წელს დაბადებულმა დ. ჭ-მ. ბაღდათში, თამარ მეფის ქუჩაზე მდებარე სწრაფი ჩარიცხვის აპარატი მოიპარეს, ერთ-ერთი ბრალდებულის კუთვნილ ავტომანქანაში მოათავსეს და შემთხვევის ადგილიდან მიმალვას ცდილობდნენ. ისინი ამ დროს დააკავეს.

"პოლიციამ ნაქურდალი სწრაფი ჩარიცხვის აპარატი, ასევე, ავტომობილი და ხელსაწყოები, რომლებიც დაკავებულებმა დანაშაულის ჩასადენად გამოიყენეს, ნივთმტკიცებად ამოიღო" - აცხადებს შსს.

გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ქურდობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს. მუხლი 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.