2018-11-08 13:05 ნანახია: 69-ჯერ

ზურაბიშვილის გაუჩინარებიდან ერთი კვირა გავიდა - რას ამბობენ “ოცნებაში“

სოციალური ქსელის მომხმარებელები, ოპოზიცია და ამომრჩეველი "ქართული ოცნების" მიერ მხარდაჭერილ საპრეზიდენტო კანდიდატს კვირაზე მეტია უშედეგოდ ეძებს. 

მმართველი გუნდი საარჩევნო კამპანიას სალომე ზურაბიშვილის გარეშე აგრძელებს. "ქართულ ოცნებაში" ამ ფაქტს იმით ხსნიან, რომ კანდიდატი არჩევნების მეორე ტურის თარიღის დანიშვნის მოლოდინშია.

„ჩვენ ველოდებით ოფიციალურად მეორე ტურის თარიღის გამოცხადებას, რის შემდეგაც ქალბატონი სალომე ძალიან აქტიურ, ძალიან ეფექტურ კამპანიას დაიწყებს. პარალელურ რეჟიმში უკვე დაწყებულია სამუშაო შეხვდრები რეგიონებში, რომ მაქსიმალურად ჩვენ ყველა რეგიონს ვეწვიოთ და ჩვენი სათქმელი მივიტანოთ ხალხამდე,“ - განმარტავს პარლამენტის

სოფო კილაძის თქმით, ჯერ მხოლოდ საარჩევნო კამპანიის გეგმის გაწერა მიმდინარეობს.

„ჯერ მიდის გეგმის გაწერა, თუ როგორ დაიწყება, როგორი იქნება მეორე ტური, როგორი იქნება ყოველდღიური რეჟიმი პრეზიდენტობის კანდიდატის, როგორი იქნება პარტიის პოზიცია ყოველდღიურ რეჟიმში და უახლოეს დღეებში უკვე გადაწყვეტილების შედეგად დაიწყება კამპანიის მეორე ფაზა,“ - ამბობს კალაძე.