2018-11-08 12:58 ნანახია: 54-ჯერ

“მუქარები და ძალადობრივი თავდასხმები ოპოზიციის წევრებზე“ - “ევროპის სახალხო პარტიამ“ რეზოლუცია მიიღო

"მუქარები და ძალადობრივი თავდასხმები ოპოზიციის წევრებზე არჩევნების პერიოდში" -"ევროპის სახალხო პარტია" რეზოლუცია მიიღო, რომლის მიხედვითაც მათ შეშფოთება გამოთქვეს საქართველოში არჩევნების პერიოდში არსებულ დარღვევებზე და ძალადობრივ ქმედებებზე.

„ევროპის სახალხო პარტიამ" მხარი დაუჭირა რა თქმა უნდა ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას. და რაც ასევე მნიშვნელოვანია აღნიშნა, როგორც ოკუპაციის პრობლემა ასევე აღნიშნულია რომ "ევროპის სახალხო პარტია" გააგრძელებს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მხარდაჭერას. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია შესწორება, რომელიც გამონაკლისის სახით დღეს მიიღო ამ რეზოლუციაში ევროპის სახალხო პარტიამ. და ეს გამოხატავს პარტიის შეშფოთებას ოპოზიციის მხარდამჭერების წინააღმდეგ განხორციელებული ძალადობის თაობაზე" - აღნიშნა "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" წევრმა სალომე სამადაშვილმა.