2018-11-09 14:25 ნანახია: 149-ჯერ

სამტრედიაში, საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში დეპუტატმა ქალი სცემა

გავრცელებული ინფორმაციიით, სამტრედიის საკრებულოს თავმჯდომარის კაბინეტში, საკრებულოს თავმჯდომარის, ნუგზარ ჯამბურიას სამუშაო ოთახში მისული მოქალაქე, მაია ქორიძე, დეპუტატმა სცემა. ამის შესახებ ინფორმაციას "პირველი რადიო" ავრცელებს.

თვითმხილველების ინფორმაციით, ღანირის თემის მაჟორიტარი ბადრი შენგელია ქალს ფიზკურად გაუსწორდა და მუშტებით სცემა. დაზარალებული ქალი პოლიციის განყოფილებაში გადაიყვანეს.